ისევე, როგორც ნებისმიერ ნივთს, სარეცხის მანქანასაც სჭირდება პერიოდული მოვლა, რათა თავიდან ავიცილოთ ნადების გაჩენა, მილების „გაქვიშვა“, ბაქტერიების ჩაბუდება და უსიამოვნო სუნის წარმოქმნა. ალბათ, ბევრ თქვენგანს გიგრძვნიათ მაქანის „ბარაბნიდან“ გამოსული ანდაც ტანისამოსზე არსებული უსიამოვნო სუნი. წესით, ამას სარეცხი საშუალების „უხარისხობას“ აბრალებენ, ყიდულობენ ახალ, განსხვავებულ საშუალებას, მაგრამ უსიამოვნო სუნს მაინც გრძნობენ, სწორედ ამ დროს შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პრობლემა არა „ფხვნილში“, არამედ მანქანაშია, სუნის გამომწვევი ძირითადი მიზეზი კი ობის სოკოა, რომელიც ნესტში და სითბოში მრავლდება.