info@mycleaner.ge032 2 47 67 07+995 579 00 00 38 +995 579 00 00 38
error
როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს

ბევრ ადამიანს უყვარს ოთახის  მცენარეები. სპეციალურად მათთვის აწყობენ კუთხეს, რგავენ ლამაზ ქოთნებში, უვლიან და ახარებენ. ცნობილი ფაქტია, რომ მცენარეები სახლს ჟანგბადით ამარაგებენ, ანოტივებენ ჰაერს და ალამაზებენ ინტერიერს. ყველა მცენარეს განსხვავებული მოვლა სჭირდება, რადგან ისინი განსხვავებულად ეგუებიან გარემოს და განსხვავებულად რეაგირებენ გამღიზიანებლებზე,  მაგრამ რამდენიმე საერთო წესი არსებობს, რომლებიც მცენარეების ქონის შემთხვევაში,  არ უნდა დაგვავიწყდეს.

 

-მიწა, რომელშიც ყვავილს ვრგავთ , რა თქმა უნდა,  ნაყოფიერი უნდა იყოს. ასევე აუცილებელია მისი მინერალებით და სასუქით გაჯერება.  

 

-მცენარეებს ვნებს, როგორც უწყლობა, ასევე ჭარბწყლიანობაც. ნუ დაასხამთ დიდი რაოდენობით წყალს, ფესვებმა წყალთან ერთად სხვა საჭირო ნივთიერებებიც უნდა შეიწოვოს, ამიტომ ნუ გადავტვირთავთ მათ  ბევრი წყლით.

 

-მცენარე მხოლოდ მას შემდეგ უნდა მორწყოთ, რაც ის საჭირო რაოდენობის წყალს შეიწოვს მიწიდან. ნურასოდეს დაელოდებით მიწის ეროზიას, ეს პროცესი თანდათან დააზიანებს მცენარეს და საბოლოოდ გაგიხმობთ.

 

-მეყვავილეთა უმრავლესობა სარწყავში ჩვეულებრივ, ონკანის წყალს ასხამს. გამძლე მცენარეებისთვის ასეთი მოპყრობა სრულიად მისაღებია, თუმცა, შედარებით მგრძნობიარე მცენარეებს განსაკუთრებული მოთხოვნები აქვთ. პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციოთ წყლის ტემპერატურას. ეცადეთ, რომ მცენარეები ოთახის ტემპერატურის წყლით მორწყათ, ამისათვის სარწყავში მუდმივად იქონიეთ წყალი, მაგრამ თუ მაინც გამოგელიათ და წყალი ონკანიდან აავსეთ, აუცილებლად გადაანელეთ.

 

-თუ საშუალება გექნებათ, რაიმე ჭურჭელში შეაგროვეთ წვიმის წყალი და, ხანდახან, ასე მორწყეთ მცენარეები, წვიმის წყალი ნაკლები სიხისტისაა, ის, ასევე, სხვადასხვა მინარევებსაც შეიცავს.

 

-გახსოვდეთ, რომ მცენარეებს სინოტივე უყვართ. ზამთრის პერიოდში, როცა სახლს ცენტრალური გათბობით ათბობთ, ჰაერი ზედმეტად შრება,  ამიტომ მცენარეებისთვის დამატენიანებელი საშუალებები უნდა გამოიყენოთ. გახსოვდეთ, ჯგუფებად დარგული მცენარეების კომპოზიციაში ჰაერი გაცილებით ტენიანია.

 

-სწორად შეარჩიეთ და განალაგეთ მცენარეები. გახსოვდეთ, რომ ტენის მოყვარული მცენარე მზის მხარეს მდებარე ფანჯარასთან არ უნდა მოათავსოთ და პირიქით.

 

-მცენარე დროულად უნდა გადარგოთ. თუ ატყობთ, რომ მომხიბვლელობას კარგავს და დეფორმაციას განიცდის, ე.ი. გადარგვის დროა. უკეთესი იქნება, თუ ამას გაზაფხულზე გააკეთებთ. მცენარის ქოთნიდან ამოღებისას, ყურადღებით დაათვალიერეთ მიწა. თუ ის ფესვებითაა სავსე, მცენარის გაცილებით დიდი ზომის ქოთანში გადარგვა მოგიწევთ.

6688
რთულად ამოსაყვან ლაქებთან ბრძოლის მარტივი მეთოდი იცით თუ არა ვინ და როდის გამოიგონა მტვერსასრუტი? ვაშლის ძმრის უნიკალური თვისებები, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ სარეცხი საპნის უჩვეულო და სასარგებლო თვისებები სოდა, როგორც უნივერსალური ნივთიერება როგორ ვებრძოლოთ ნესტსა და სოკოს ნადებს სახლში სარეცხი მანქანის მოვლა საბნების, ბალიშების და ლეიბების მოვლა როგორ მოვაშოროთ სუფრას ლაქები? მაცივრის წმენდა-მარტივი, ეკონომიური და უსაფრთხო მეთოდი