ადამიანის ფიზიკური თუ გონებრივი მდგომარეობა დიდწილად, დამოკიდებულია წყალზე და მის შემცველობაზე ორგანიზმში.
ენერგია, გლუვი და ელასტიკური კანი, ძლიერი თმა, ფრჩხილები, ჯანმრთელი ორგანიზმი-ამ ყველაფრის სათავე ჩვეულებრივი სასმელი წყალია. წყალი ყველგანაა- ჰაერში, რომელსაც ვსუნთქავთ, ორგანიზმის უჯრედებში, სისხლში. წყალს ვკარგავთ არა მარტო ოფლის სახით, არამედ ლაპარაკისას, სუნთქვისას. ამიტომ საჭიროა, მუდმივად მივიღოთ წყალი და დავიცვათ წყლის ბალანსი.
ჩვენი ორგანიზმი 80% წყალს შეიცავს. უწყლოდ ვერც ერთი ორგანო ვერ იცოცხლებს. აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, თუ რამდენს და როგორი სიხშირით ვსვამთ წყალს.
წყლის მოწყურებას არ უნდა დაველოდოთ, წყალი მიირთვით წყურვილის შეგრძნების დაწყებამდე, რადგან წყურვილი უკვე მიანიშნებს ორგანიზმის გაუწყლოებაზე, რომელსაც შემდეგი სიმპტომები ახასიათებს: დაღლილობის შეგრძნება, მაღალი წნევა, თავისა და სახსრების ტკივილი, ზურგის ტკივილი, კანის სიმშრალე, მომატებული წონა, დაქვეითებული იმუნიტეტი, ფერხდება გონებრივი და ფიზიკური შრომის უნარი, ჩნდება კუჭ-ნაწლავის პრობლემები. გაუწყლოება მრავალი დაავადების მთავარი მიზეზია, მათ შორის - ასთმის, ალერგიების, ჰიპერტონიის, ჭარბი წონის, ემოციური პრობლემებისა და დეპრესიის
დღეში, არანაკლებ, 2-2,5ლ წყალი უნდა მიიღოთ, რა თქმა უნდა, სუფთა სახით. უჯრედებში, ადვილად, მხოლოდ სუფთა წყალი ხვდება, ხოლო ქიმიური ნაერთები, რომლებსაც ჩაი, ყავა და გაზიანი სასმელები შეიცავენ, რჩება კანში და უჯრედები განიცდიან წყლის ნაკლებობას.
სვით გრილი წყალი, რადგან მას უკეთესად ითვისებს ორგანიზმი და ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას. დილით დალიეთ 1(200 გრაი) ჭიქა წყალი - ეს ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას შლაკებისგან.