info@mycleaner.ge032 2 47 67 07+995 579 00 00 38 +995 579 00 00 38
error
იცით თუ არა ვინ და როდის გამოიგონა მტვერსასრუტი?

 XIX საუკუნის ბოლოს ამერიკელმა დანიელ ჰესმა გამოიგონა მოწყობილობა მბრუნავი ჯაგრისებითა და საბერველით ჰაერის ნაკადის შესაქმნელად. ამ მოწყობილობაში ნაგავი არა ტომარაში, არამედ ორ წყლიან კამერაში გროვდებოდა. შემდეგ საბერველის ნაცვლად ვენტილატორის გამოყენება დაიწყეს, რომელსაც ხელით ამუშავებდნენ.


 XX საუკუნის დასაწყისში კი ინგლისელმა სესილ ბუთმა გამოიგონა მტვრის შემსრუტავი აპარატი: ჰაერის ტუმბო ბენზინის ძრავით. აპარატი ცხენებშებმულ ოთხთვალაზე იდო. გრძელ შლანგს ოთახში ფანჯრიდან ყოფდნენ და ის ხალიჩებსა და გობელენებზე წლების განმავლობაში დაგროვილ მტვერს წმენდდა. აპარატი, რომელსაც „ფრუტუნა ბილი“ დაარქვეს, არა მხოლოდ ბრიტანეთში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც აღიარეს, როგორც „დიასახლისის დამხმარე“.


 1912 წელს საჰაერო ტუმბო ვენტილატორით შეიცვალა, რამაც აპარატის წონა 20–დან 14 კილომდე შეამცირა.


მალევე კი შვედეთში გამოუშვეს მტვერსასრუტი ჰორიზონტალური, ბორბლებზე მდგარი ცილინდრით, რომელსაც შიგნით ელექტროძრავიანი ვენტილატორი და მტვრის მოსაგროვებელი ტომარა ჰქონდა და გრძელი, მოქნილი შლანგის სხვადასხვანაირი თავების მეშვეობით იოლად წმენდდა მტვერს ოთახის კუთხეებიდან, ლოგინის ქვეშიდან და ხალიჩებიდან. ეს დანადგარი შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული მტვერსასრუტების ნიმუშად იქცა.

43371
რთულად ამოსაყვან ლაქებთან ბრძოლის მარტივი მეთოდი ვაშლის ძმრის უნიკალური თვისებები, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ სარეცხი საპნის უჩვეულო და სასარგებლო თვისებები სოდა, როგორც უნივერსალური ნივთიერება როგორ ვებრძოლოთ ნესტსა და სოკოს ნადებს სახლში სარეცხი მანქანის მოვლა საბნების, ბალიშების და ლეიბების მოვლა როგორ მოვაშოროთ სუფრას ლაქები? მაცივრის წმენდა-მარტივი, ეკონომიური და უსაფრთხო მეთოდი ხალიჩის წმენდა სახლის პირობებში