info@mycleaner.ge032 2 47 67 07+995 579 00 00 38 +995 579 00 00 38
error
სარეცხი საპნის უჩვეულო და სასარგებლო თვისებები

72-პროცენტიანი სარეცხის საპონი შეუცვლელი, ნატურალური და ჰიპოალერგიული საშუალებაა. ის უნდა გამოიყენოთ წინდების, თეთრეულის, საბავშვო სარეცხის გარეცხვისას. სარეცხი საპონი არ არღვევს კანის მიკროფლორას, ძლიერი ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური თვისებები აქვს. ჯერ კიდევ ჩვენმა ბებიებმა იცოდნენ, რომ სარეცხი საპონი დამწვრობის დროს შეუცვლელი დამხმარეა, ასევე წაქცევის შემდეგ გაჩენილ ჭრილობას და ნაკაწრებს, სწორედ სარეცხის საპნით ჩამოგვბანდნენ ხოლმე.

 

-თუ შემთხვევით მდუღარე წყალი გადაისხით, დამდუღრულ ადგილზე კარგად წაისვით სარეცხი საპონი, აიქაფეთ და აცადეთ გაშრობა. ამით თავიდან აიცილებთ დამწვრობის შემდეგ ბუშტუკების გაჩენას.

 

-ძველად სარეცხის საპნით ირეცხებოდა იატაკი, კარ-ფანჯრები, საბაზანო, მაცივარი და გაზქურა.

 

-თუ თეთრეულს სარეცხ მანქანაში მოთავსებამდე სარეცხ საპონს წაუსვამთ, მათეთრებელი აღარ დაგჭირდებათ. გარდა ამისა, სარეცხი საპონი ჰიპერალერგიულია, ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ, გარეცხოთ ბავშვის ტანსაცმელი.

 

-სარეცხი საპნით შესანიშნავად ირეცხება ჭურჭელი - თეფში, ჭიქა, ქვაბი თუ ტაფა. თუ კარგად ვერ გაავლეთ, იცოდეთ, რომ ამ საპნის ქაფის ნარჩენი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის.

 

-სარეცხი საპონი ეფექტურად ებრძვის ფეხის სოკოვან დაავადებას. კარგად წაუსვით საპონი ჯაგრისს და დაზიანებული ადგილი დაიმუშავეთ. პროცედურის დასრულების შემდეგ საპონი ჩამოიბანეთ და დაზიანებული ადგილი ბეტადინით დაიმუშავეთ.

 

-სახეზე გამონაყარის გაჩენის შემთხვევაში, სარეცხი საპონი გახეხეთ, დაასხით რამდენიმე წვეთი წყალი და ააქაფეთ. ერთი სუფრის კოვზი ქაფი და 1 ჩაის კოვზი წმინდა მარილი კარგად აურიეთ და გამონაყარზე წაისვით. ცოტა ხანს გაიჩერეთ და ჯერ ცხელი, შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად უნდა გაარკვიოთ გამონაყარის მიზეზი და ამისთვის ექიმს უნდა მიმართოთ.

 

-სარეცხის საპონს გაუხეშებულ კანთან ბრძოლაც შეუძლია: 2 ლიტრ ცხელ წყალს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი მარილი და ამდენივე გახეხილი საპონი. გააჩერეთ ფეხები წყალში 15-20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გაიმშრალეთ და მალამო წაისვით.

 

-თუ კანი გაიჭერით, ან გიჩირქდებათ, დაიბანეთ სარეცხის საპნით.

 

-კვირაში ერთხელ სარეცხის საპნით გარეცხეთ კბილის ჯაგრისი, სავარცხელი, მანიკიურის ნაკრები და მსგავსი ნივთები.

22382
რთულად ამოსაყვან ლაქებთან ბრძოლის მარტივი მეთოდი იცით თუ არა ვინ და როდის გამოიგონა მტვერსასრუტი? ვაშლის ძმრის უნიკალური თვისებები, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ სოდა, როგორც უნივერსალური ნივთიერება როგორ ვებრძოლოთ ნესტსა და სოკოს ნადებს სახლში სარეცხი მანქანის მოვლა საბნების, ბალიშების და ლეიბების მოვლა როგორ მოვაშოროთ სუფრას ლაქები? მაცივრის წმენდა-მარტივი, ეკონომიური და უსაფრთხო მეთოდი ხალიჩის წმენდა სახლის პირობებში