info@mycleaner.ge032 2 47 67 07+995 579 00 00 38 +995 579 00 00 38
error
რთულად ამოსაყვან ლაქებთან ბრძოლის მარტივი მეთოდი

რთულად ამოსაყვან  ლაქებს ძლიერმოქმედ ამომყვან საშუალებებს უპირისპირებენ ეს კი, ხშირ, შემთხვევაში ქსოვილს აზიანებს და ფერსაც ახუნებს. ჩვენ გასწავლით როგორ ებრძოლოთ ლაქებს სწრაფად, უსაფრთხოდ, ხარისხიანად და ეკონომიურად.

ყველაზე ხშირად ცხიმის ლაქის ამოყვანა წარმოადგენს დიდ და რთულად აღმოსაფხვრელ პრობლემას.

 

ქსოვილიდან ცხიმის ლაქის ამოყვანა:

1) დალაქავებულ ადგილზე ორივე მხრიდან მოაყარეთ წმინდად დაფხვნილი ცარცი. შემდეგ ორივე მხრიდან დააფინეთ სუფთა ქაღალდი და რაიმე სიმძიმე დაადეთ. ასე დატოვეთ მთელი ღამით. დილას ქსოვილი ჯერ – ცივი წყლით, შემდეგ კი ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.

2) ქსოვილიდან ცხიმის ამოყვანა ბავშვის ტალკითაც შესაძლებელია. დალაქავებულ ადგილს მოაფრქვიეთ ტალკი, დააფინეთ ქაღალდი, რომელიც ცხიმს კარგად შეიწოვს (ხელსახოცი ან ტუალეტის ქაღალდი) და საშუალო სიმხურვალის უთო რამდენჯერმე გაუსვით.

4) ცხიმის ლაქაზე მოაყარეთ საჭმლის სოდა და დალაქავებული ადგილი კარგად დასრისეთ. შემდეგ სუფთა ტილოთი კარგად გაწმინდეთ და ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.

5) დალაქავებულ ადგილზე დააფინეთ ქაღალდის ხელსახოცი და დაადეთ ცხელი უთო. ცხიმის ლაქა ქსოვილიდან ხელსახოცზე გადმოვა. ასე თუ რამდენჯერმე გაიმეორებთ და შემდეგ ქსოვილს გულმოდგინედ გავრეცხავთ, ცხიმის ლაქის კვალიც აღარ დარჩება.

 

დეოდორანტის ლაქის მოშორება:

1) დალაქავებული ადგილი დაასველეთ, დაასხით „ფეირი“ და სქელი ქაფის წარმოქმნამდე დაამუშავეთ. ცოტა ხნით გააჩერეთ და ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.

2) სარეცხის ფხვნილისგან დაამზადეთ ნარევი: 2 სუფრის კოვზ სარეცხის ფხვნილს დაასხით 1 სუფრის კოვზი თბილი წყალი და კარგად მოურიეთ. „ფაფა“ წაუსვით დალაქავებულ ადგილზე და 6-8 საათის განმავლობაში ასე დატოვეთ. ამის შემდეგ ტანსაცმელი გაავლეთ ცივ წყალში და შემდეგ ჩვეულებრივი მეთოდით გარეცხეთ.

3) დეოდორანტის ლაქებს ეფექტურად ებრძვის სოდა. სოდისა და წყლისგან გააკეთეთ „ფაფა“ და პრობლემურ ადგილზე კარგად წაუსვით. ასე დატოვეთ რამდენიმე წუთით. შემდეგ ჯერ – თბილი წყლითა და საპნით, მერე კი ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.

4) დეოდორანტის ლაქების ამოყვანა განსაკუთრებით რთულია მუქი ფერის ტანსაცმელზე. ამ შემთხვევაში დალაქავებული ადგილი ძმრით კარგად დაამუშავეთ და მთელი ღამით დატოვეთ. დილას ქსოვილი ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ. მუქი ტანსაცმლის შემთხვევაში ეფექტურია არაყიც. დალაქავებული ადგილი, ძმრის ნაცვლად, არაყში დაასველეთ და, მთელი ღამის ნაცვლად, ერთი საათით გააჩერეთ.

 

ვერცხლის ნაკეთობის წმენდა:

ვერცხლის ჭურჭელს და ნაკეთობებს სიშავეს და ლაქებს კარგად წმენდს და აპრიალებს ცივის წყლის და ნიშადურის სპირტის ნარევი, ასევე კბილის პასტა და სოდა.

 

საღეჭი რეზინი ტანისამოსზე ან ხალიჩაზე:

როდესაც საღეჭი რეზინი მიგეკრობათ მისი მოშორება ხელით არ სცადოთ. თავდაპირველად ყინულის ნაჭერი წაუსვით ცოტა ხნით გააჩერეთ და საღეწი რეზინი უკვალოდ მოცილდება თქვენს ქსოვილს.

 

როგორ ამოვიყვანოთ ქსოვილიდან წითელი ღვინო

დალაქავებულ ადგილს მაშინვე თეთრი ღვინო დაასხით და ქაღალდის ხელსახოცით კარგად გაწმინდეთ. თუ თეთრი ღვინო ხელთ არ გაქვთ, მისი ჩანაცვლება შესაძლებელია მინერალური წყლით ან მარილით.

90234
იცით თუ არა ვინ და როდის გამოიგონა მტვერსასრუტი? ვაშლის ძმრის უნიკალური თვისებები, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ სარეცხი საპნის უჩვეულო და სასარგებლო თვისებები სოდა, როგორც უნივერსალური ნივთიერება როგორ ვებრძოლოთ ნესტსა და სოკოს ნადებს სახლში სარეცხი მანქანის მოვლა საბნების, ბალიშების და ლეიბების მოვლა როგორ მოვაშოროთ სუფრას ლაქები? მაცივრის წმენდა-მარტივი, ეკონომიური და უსაფრთხო მეთოდი ხალიჩის წმენდა სახლის პირობებში