info@mycleaner.ge032 2 47 67 07+995 579 00 00 38 +995 579 00 00 38
error
მაცივრის წმენდა-მარტივი, ეკონომიური და უსაფრთხო მეთოდი

ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ, რომ მაცივარში, ხანდახან არასასიამოვნო სუნი დგას. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს- გაფუჭებული პროდუქტები, მძაფრარომატიანი პროდუქტების ერთად შენახვა, მაცივრის არასათანადო წმენდა და სხვ.

 

იმისთვის, რომ მაცივარში არასასიამოვნო სუნის წარმოქმნას თავი აარიდოთ:

 

-ხშირად შეამოწმეთ პროდუქტები, რომლებიც მაცივარში დევს. გამოიღეთ ყველა პროდუქტი, რომელიც მაცივარში გიწყვიათ და ყურადღებით დააკვირდით. გადაყარეთ გაფუჭებული პროდუქტები.

 

-სწორად შეინახეთ პროდუქტები. შეიანახეთ პროდუქტები ცალკე კონტეინერებში, რომლებიც ჰერმეტულად იქნება დაცული. ამის წყალობით თავიდან აიცილებთ უსიამოვნო სუნს.

 

-მაცივარში შეინახეთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც უსიამოვნო სუნს გაანეიტრალებენ, მაგალითად ლიმონი,  ფორთოხლის კანი/ცედრა და ვანილი.

 

-გამორთეთ მაცივარი  და კარგად გაწმინდეთ.

 

ჩვენ გასწავლით მაცივრის წმენდის მარტივ, ეკონომიურ და უსაფრთხო ხერხებს, რომლებიც თავიდან აგარიდებთ ზედმეტ ხარჯებს, ქიმიური ნივთიერებების გამოყენების აუცილებლობას და თქვენს მაცივარს ახლებურ იერს დაუბრუნებს:

 

-ცოტაოდენი წყლის, ვაშლის ძმრის, ლიმონის წვენის და სოდის ნარევი უნივერსალური საწმენდი საშუალებაა. პირობითად 1 ჭიქა წყალს შეურიეთ ¼ ძმარი, 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა. მიღებული ნარევი კარგად გახსენით, ჩაასხით სპრეითავსახურიან ბოთშლი და მოაპკურეთ მთელს მაცივარში, ცოტა ხნით დააყოვნეთ და შემდეგ შეუდექით წმენდას.

 

-დიდი ზომის ლაქების ამოსაყვანად გამოიყენეთ თეთრი ფერის კბილის პასტის და სოდის ნაერთი; კბილის პასტა შეიცავს მცირეოდენ აბრაზიულ (სახეხ) ნივთიერებას, რაც ხელს უწყობს ზედაპირის გაპრიალებას და ამასთანავე, აქრობს უსიამოვნო სუნს.

 

-საგულდაგულოდ გარეცხეთ ბოსტნეულის შესანახი რეზერვუარი, მოაყარეთ სოდა, კარგად გახეხეთ და გამდინარე წყალში გაავლეთ.

 

12208
რთულად ამოსაყვან ლაქებთან ბრძოლის მარტივი მეთოდი იცით თუ არა ვინ და როდის გამოიგონა მტვერსასრუტი? ვაშლის ძმრის უნიკალური თვისებები, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ სარეცხი საპნის უჩვეულო და სასარგებლო თვისებები სოდა, როგორც უნივერსალური ნივთიერება როგორ ვებრძოლოთ ნესტსა და სოკოს ნადებს სახლში სარეცხი მანქანის მოვლა საბნების, ბალიშების და ლეიბების მოვლა როგორ მოვაშოროთ სუფრას ლაქები? ხალიჩის წმენდა სახლის პირობებში