ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ, რომ მაცივარში, ხანდახან არასასიამოვნო სუნი დგას. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს- გაფუჭებული პროდუქტები, მძაფრარომატიანი პროდუქტების ერთად შენახვა, მაცივრის არასათანადო წმენდა და სხვ.
იმისთვის, რომ მაცივარში არასასიამოვნო სუნის წარმოქმნას თავი აარიდოთ:
-ხშირად შეამოწმეთ პროდუქტები, რომლებიც მაცივარში დევს. გამოიღეთ ყველა პროდუქტი, რომელიც მაცივარში გიწყვიათ და ყურადღებით დააკვირდით. გადაყარეთ გაფუჭებული პროდუქტები.
-სწორად შეინახეთ პროდუქტები. შეიანახეთ პროდუქტები ცალკე კონტეინერებში, რომლებიც ჰერმეტულად იქნება დაცული. ამის წყალობით თავიდან აიცილებთ უსიამოვნო სუნს.
-მაცივარში შეინახეთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც უსიამოვნო სუნს გაანეიტრალებენ, მაგალითად ლიმონი, ფორთოხლის კანი/ცედრა და ვანილი.
-გამორთეთ მაცივარი და კარგად გაწმინდეთ.
ჩვენ გასწავლით მაცივრის წმენდის მარტივ, ეკონომიურ და უსაფრთხო ხერხებს, რომლებიც თავიდან აგარიდებთ ზედმეტ ხარჯებს, ქიმიური ნივთიერებების გამოყენების აუცილებლობას და თქვენს მაცივარს ახლებურ იერს დაუბრუნებს:
-ცოტაოდენი წყლის, ვაშლის ძმრის, ლიმონის წვენის და სოდის ნარევი უნივერსალური საწმენდი საშუალებაა. პირობითად 1 ჭიქა წყალს შეურიეთ ¼ ძმარი, 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა. მიღებული ნარევი კარგად გახსენით, ჩაასხით სპრეითავსახურიან ბოთშლი და მოაპკურეთ მთელს მაცივარში, ცოტა ხნით დააყოვნეთ და შემდეგ შეუდექით წმენდას.
-დიდი ზომის ლაქების ამოსაყვანად გამოიყენეთ თეთრი ფერის კბილის პასტის და სოდის ნაერთი; კბილის პასტა შეიცავს მცირეოდენ აბრაზიულ (სახეხ) ნივთიერებას, რაც ხელს უწყობს ზედაპირის გაპრიალებას და ამასთანავე, აქრობს უსიამოვნო სუნს.
-საგულდაგულოდ გარეცხეთ ბოსტნეულის შესანახი რეზერვუარი, მოაყარეთ სოდა, კარგად გახეხეთ და გამდინარე წყალში გაავლეთ.