„ადამიანი ყოველწლიურად ლოგინში 117 ლიტრამდე ოფლს გამოყოფს. შესაბამისად, ცხელი და ნესტიანი კლიმატის პირობებში ლოგინის თეთრეული შეიძლება სოკოვანი დაავადებებისა და ბაქტერიების ორანჟერეად იქცეს“- ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი ფილიპ ტიერნო.
ლოგინის თეთრეული და მისი რეცხვა ადამიანის პირადი ჰიგიენის შემადგენელი ერთ-ერთი ძირითადი ასპექტია. მეცნიერის თქმით, თუ თეთრეულის გარეცხვა შეგაგვიანდათ, ზეწრებისა და ბალიშების ნაკეცებში ჩაბუდებულმა ბაქტერიებმა შესაძლოა, სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს, მაგალითად კანის დერმატო-ალერგიული პრობლემები და სასუნთ გზებთან დაკავშირებული პრობლემები.
ეს თვალისთვის უხილავი, მაგრამ ძალიან საშიში პროცესი რომ შეაჩეროთ, სასურველია, ლოგინის თეთრეული კვირაში ერთხელ გარეცხოთ.
ლოგინის თეთრეულში სოკოვანი დაბინძურების დონის დასადგენად ჩატარებული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ბუმბულისა და სინთეტიკისგან დამზადებულ ბალიშებში, რომლებიც ადამიანს, საშუალოდ, 11-დან 20 წლამდე ემსახურება, სოკოს 16 ნაირსახეობა ბუდობს და ეს მხოლოდ თქვენი მიკრობიოლოგიური გარემო არ გახლავთ.
სოკოს სპორებსა და ბაქტერიებთან ერთად, რომლებსაც ოფლი, ნერწყვი და კანის უჯრედები შეიცავს, ლოგინს „გარედან“ მოტანილ მიკრობებთან ერთად იზიარებთ. ესაა ცხოველების ბეწვი, მცენარეების მტვერი და ა.შ.
ტიერნოს თქმით, კვირის მანძილზე ლოგინის თეთრეულში დაგროვილი მტვერი სხვადასხვა დაავადებების გამომწვევი ფაქტორია. ასეთ გარემოში ხანგრძლივად ყოფნის პირობებში ადამიანს შეიძლება, დროთა განმავლობაში ალერგია განუვითარდეს.
არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც თქვენი ზეწარი სწრაფად ჭუჭყიანდება და მას თქვენი ცხოვრების სტილთან არავითარი საერთო არ აქვს. ამის მიზეზი თქვენი ქვეშაგების განსაკუთრებული თვისებაა, რომელსაც ჰაერიდან მიკრონაწილაკების მიზიდვა შეუძლია. ორი კვირა საკმარისია, რომ ასეთი ქვეშაგების პატრონს ყელი ასტკივდეს. პრობლემები განსაკუთრებით ალერგიისკენ და ასთმური დაავადებებისკენ მიდრეკილ ადამიანებს შეექმნებათ.