სააბაზანო ოთახის ფუნქციონალურად და კომფორტულად მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. ზოგს აბაზანა და ე.წ ჯაკუზი მოსწონს, ზოგი კი საშხაპე კაბინებს ანიჭებს უპირატესობას. კაბინა სივრცის დაზოგვაში გვეხმარება, უამრავი სახეობის საშხაპე არსებობს, ფუნქციურად დატვირთული, სადა, შუშის, ე.წ პლასტმასის კარით. იმისათვის რომ თქვენმა საშხაპე კაბინამ დიდხანს გაძლოს და ვიზუალურადაც ესთეტიკურად გამოიყურებოდეს საჭიროა მისი სისტემატიური მოვლა, აუცილებელია მისი ჩამოწმენდა ყოველი ბანაობის შემდეგ და მისი ძირფესვიანი დასუფთავება სპეციალური ხსნარებით ან თქვენ მიერ მომზადებული ბუნებრივი ნარევებით კვირაში 1-ხელ. მოგეხსენებათ შუშას წლის წვეთების ლაქები ადვილად უჩნდება, ღრმად ჩამჯდარი ლაქების მოცილება კი მეტ დროს და ენერგიას წაგართმევთ.
კაბინის გასაწმენდად მხოლოდ საშხაპე კაბინისთვის განკუთვნილი საწმენდი საშუალებები გამოიყენეთ, არ იხმაროთ ქლორი და კაფელისა და მეტლახის საწმენდი საშუალებები, ასევე არ გამოიყენოთ უხეში ჯაგრისები. ქლორის მაღალი შემცველობა დააზიანებს თქვენს კაბინას, დაუკარგავს თავდაპირველ იერს, გააჩენს სპეციფიკურ ლაქებს. სპეციალური საწმენდი საშუალებები შეიცავენ დამცავ ნივთიერებებს, ამიტომ გაწმენდის შემდეგ კაბინა უფრო დიდხანს ინარჩუნებს სისუფთავეს.
გირჩევთ, რომ შეიძინოთ რეზინისთავიანი შუშების საწმენდი მოწყობილობა, რომლითაც ყოველი დაბანის შემდეგ ჩამოწმენდთ კაბინის კედლებს, ასე თავიდან აირიდებთ წყლის წვეთების წარმოქმნას და შემდეგ მათს დალექვას მინის ზედაპირზე.
გამუდმებული სისველის, ნესტისა და სითბოს გამო კაბინის კედლის ღრიჭოებში ობი ჩნდება. ეს რომ არ მოხდეს, კაბინა ყოველი ბანაობის შემდეგ უნდა გაანიავოთ. წმენდის დროს კი ყოველთვის გულდასმით გაასუთავეთ კუთხეები. გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ყოველდღიურ მოვლას შეუძლია რთულად მოსაცილებელი ჭუჭყის თავიდან აცილება.
აუცილებელია საშხაპე „ყურმილის“ მოვლა, როგორც ვიცით წყალს, ხანდახან, ქვიშა და ნალექი მოყვება, იმისათვის რომ წყლის ნაკადი არ შემცირდეს მოხსენით ყურმილი და გაწმინდეთ ქვიშისგან, შეგიძლიათ ცოტა ხნით გააჩეროთ ძმარში. ძმარი კარგად აცილებს ჟანგსაც.
რაც შეეხება თქვენ მიერ შექმნილ ბუნებრივ საშუალებებს- გააკეთეთ სოდის, ლიმონის წვენის, ვაშლის ძმრის და წყლის ნაერთი ჩაასხით სპრეითავსახურიან ბოთლში და შეასხურეთ კაბინის კედლებს. პროპორციები: 1 ჭიქა თბილი წყალი, 2 სუფრის კოვზი სოდა ნახევარი ჭიქა ვაშლის ძმარი და ორი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი(შეგიძლიათ ლიმონის მჟავის გამოყენებაც), ცოტა ხნით დააყოვნეთ შემდეგ კი საგულდაგულოდ ჩამოწმინდეთ.