info@mycleaner.ge032 2 47 67 07+995 579 00 00 38 +995 579 00 00 38
error
სამზარეულოს დასუფთავების ოქროს წესები

სამზარეულო ის ადგილია, სადაც დიასახლისთა უმეტესობა ყველაზე დიდ და „ნაყოფიერ“ დროს ატარებს, სწორედ აქ ქმნიან და აგემოვნებენ კულინარიულ შედევრებს. გასტრონომიული სურვილების ასრულების ეს ჯადოსნური ოთახი ყველაზე მეტად საჭიროებს სანიტარული ნორმების დაცვას და გაფრთხილებას.

• პირველყოვლისა აუცილებელია, რომ სამზარეულოს ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც, ხშირ შემთხვევაში ღია გვექნება, ამით თავიდან ავიცილებთ ათასნაირი სუნის ჩაბუდებას და გავრცელებას სახლის სხვადასხვა წერტილში.

• დალაგება კარადებში ჭურჭლის შელაგებით დაიწყეთ, ეცადეთ ესთეტიკურად განალაგოთ ჭიქები, თეფშები, დანა-ჩანგალი, კოვზები, ქვაბები, ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინეთ, რადგან ქაოტური მდგომარეობა კარადაში ჩვენს ფსიქიკაზე ცუდად აისახება. დასუფთავების წინ ეცადეთ, რომ გარეთ არაფერი დატოვოთ.

• სანამ სამზარეულოს ძირფესვიანად დასუფთავებას დაიწყებთ აუცილებლად გამოაღეთ ფანჯარა, შეინიღბეთ ხელთათმანებით და პირბადით, ამით თავიდან აიცილებთ ქიმიურ ნივთიერებებთან უშუალო კონტაქტს, რაც, მოგეხსენებათ, ხელებს საგრძნობლად აზიანებს და აუხეშებს, ამასთან, მათი შესუნთქვა, ზოგ შემთხვევაში, მცირედ ინტოქსიკაციასაც იწვევს, რაც თავბრუსხვევით და გულისრევის შეგრძნებით გამოიხატება.

• რომ დარწმუნდებით რომ ყველაფერი თავის ადგილზე შეალაგეთ და „დასამტვერი“ არაფერია ჭერის ჩამოწმენდა დაიწყეთ. იმის გათვალისწინებით, რომ სამზარეულოში გაზქურა მეტწილად ჩართულია, ჭერში ე.წ „ობობის ქსელები“ ხშირად ჩნდება.

• ჭერის ჩამოწმენდის შემდეგ გაზქურას და ნიჟარას ქიმიური საწმენდი საშუალება მოასხით და გააჩერეთ, მაგრამ ეცადეთ, რომ ის იყოს ან თხევადი, ან ქაფის სახით, რადგან თავიდან ავიცილოთ ზედაპირების გაკაწვრა-დაზიანება.

• მოგეხსენებათ ღუმელი ხშირ წმენდას საჭიროებს, თანაც ვცდილობთ, რომ ღუმელის შემთხვევაში, რადგანაც წვა ვაკუუმში მიმდინარეობს, არ გამოვიყენოთ ქიმიური საშუალებები, ამიტომ შეარჩიეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელი, თუნდაც ჯამი ან ნამცხვრის საცხობი ფორმა, ჩაასხით მასში 3:1:1 წყალი, ძმარი და ლიმონის წვენი, შედგით ღუმელში და გაახურეთ მაქსიმალურ ტემპერატურამდე. ასე გააჩერეთ 20 წუთი. მიმწვარი ადგილები კარგად დალბება და მისი გაწმენდა ბევრად მარტივი იქნება. ამ წყალშივე მოათავსეთ გამწოვის ბადეები და შემდეგ, სოდის დახმარებით, ადვილად გააცლით ცხიმს და ნამწვს. რაც შეეხება გამწოვის ზედაპირს, მის გასაწმენდად იგივე ნივთიერება გამოიყენეთ, რითიც გაზქურას და ნიჟარას უვლით.

• ჭერის ჩამოწმენდამ, შეიძლება, კარადის ზედაპირები და მაცივარი დამტვეროს, ამიტომ რბილი ქსოვილი დაასველეთ და საგულდაგულოდ ჩამოწმინდეთ.

• ამის შემდეგ გაზქურას მივუბრუნდეთ და რბილი ღრუბლით მოვაშოროთ ცხიმის და საწმენდი საშუალების მასა, ბოლოს კი წყალში გარეცხილი ნაჭერი მოვუსვათ, რადგან საფუძვლიანად მოვაშოროთ ქიმიური ნივთიერებები.იმავეს ვიმეორებთ ნიჟარის შემთხვევაშიც.

• საბოლოო ეტაპი იატაკის მოწმენდაა. როდესაც ჩამოყრილ მტვერს ავიღებთ მტვერსასრუტის ან ცოცხის მეშვეობით გადავიდეთ გაწმენდაზე. სამარეულოში მეტლახის, ლინოლიუმის, ან მარმარილოს იატაკის არსებობის შემთხვევაში, საწმენდ ტილოზე მოვასხათ ცოტა ქიმიური საშუალება და დავიწყოთ გაწმენდა, ეს კარგად მოაშორებს ჩამჯდარ ჭუჭყს და ცხიმს, ამის შემდეგ კარგად გარეცხილი ტილოთი გამოვწმინდოთ და ბოლომდე მოვაშოროთ საწმენდი საშუალებების კვალი. თუ სამზარეულოში ხის ან ლამინირებული პარკეტი გაქვთ, პარკეტის საწმენდი საშუალება გამოიყენეთ და არა გაზქურისთვის ან ნიჟარისთვის განკუთვნილი, ეს თავიდან აგარიდებთ იატაკის დაზიანებას.

• სუფთა სამზარეულოში საჭმლის მომზადებას და გასტრონომიული მოთხოვნილების დაკმაყოფილებას არაფერი სჯობს.

5198
რთულად ამოსაყვან ლაქებთან ბრძოლის მარტივი მეთოდი იცით თუ არა ვინ და როდის გამოიგონა მტვერსასრუტი? ვაშლის ძმრის უნიკალური თვისებები, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ სარეცხი საპნის უჩვეულო და სასარგებლო თვისებები სოდა, როგორც უნივერსალური ნივთიერება როგორ ვებრძოლოთ ნესტსა და სოკოს ნადებს სახლში სარეცხი მანქანის მოვლა საბნების, ბალიშების და ლეიბების მოვლა როგორ მოვაშოროთ სუფრას ლაქები? მაცივრის წმენდა-მარტივი, ეკონომიური და უსაფრთხო მეთოდი