თანამედროვე კვლევითი ორგანიზაციები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ სახლის სისუფთავის აუცილებლობას. რატომ? იმიტომ, რომ მათი თქმით, ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ უამრავ ბაქტერიასთან შეხება, რაც ჯანრმთელობისთვისაც საზიანოა. სპეციალისტების რეკომენდაციით, ადამიანები მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენს ირგვლივ მუდმივად სუფთა გარემო და ნაკლები სიბინძურე იყოს, რათა ბაქტერიების გამრავლებას ხელი შევუშალოთ.
სად შეიძლება ადამიანი ბაქტერიებს გადაეყაროს ? პასუხი მარტივია - ყველგან, სადაც არ უნდა გაიხედოს, სახლში (მისაღები ოთახი, საძინებელი, აბაზანა, სამზარეულო და ა.შ.), ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სუპერმარკეტებში და ა.შ. - ჩამონათვალი ვრცელია.
ბაქტერიებთან გამკლავება ყველა ზემოჩამოთვლილ ადგილას რა თქმა უნდა, გაგვიჭირდება, მაგრამ სადაც ნამდვილად შეგვიძლია სისუფთავის შენარჩუნება ეს ჩვენი საკუთარი სახლი და მისი ყველა კუთხე-კუნჭულია.
მისაღები ოთახი, საძინებელი, აბაზანა, სამზარეულო და ა.შ სახლში ძალიან მარტივად შეიძლება, წარმოიქმნას ბაქტერიების ბუდედ. მაგალითად სამზარეულო - შესაძლოა, სრულებით ელემენტარულმა დეტალმა, შესაზლოა, დიდი პორბლემა წარმოქმნას. ალბათ, ყველა თქვენგანს ჰქონია შემთხვევა, როცა სადილობის შემდეგ ჭურჭლის დარეცხვა დაგზარებიათ, ან უბრალოდ სხვა საქმეს შეჰყევით და გადაგავიწყდათ, რომ ნიჟარაში გასარეცხი ჭურჭელი გელოდებათ. თუმცა, Mycleaner-ის რჩევებს თუ დაუჯერებთ, სამზარეულოში გასარეცხი ჭურჭელი არასოდეს უნდა დატოვოთ.
საქმე ის არის, რომ გაურეცხავად დატოვებული ჭურჭელი ნიჟარაში იზიდავს მწერებსა და ბაქტერიებს, ამიტომ, ეცადეთ არ დატოვოთ გასარეცხი ჭურჭელი ნიჟარაში ღამის განმავლობაში.
თუ ძველ თქმულებებს და უძველეს ფილოსოფიურ თქმულებას დავუჯერებთ ონკანის ნიჟარაში დატოვებული ჭუჭყიანი ჭურჭელი ღია კარია, საიდანაც ფინანსური კეთილდღეობა გადის.
ეზოთერიკა უჭყიანი ჭურჭლის რეცხვას უკავშირებს ადამიანის აზროვნების განწმენდას ეგოიზმისა და ანგარებისგან. წინაპრებს კი სწამდათ, რომ თეფშებისა და ჭიქების რეცხვა ოჯახში ბარაქას იზიდავს.
ნებისმიერ ოჯახს საკუთარი, განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვს, რომელსაც ოჯახის მუდმივი წევრების ენერგეტიკა ქმნის.
ჭურჭლის რეცხვას კიდევ ერთი მითი უკავშირდება- თუ თქვენს მეგობარს ესტუმრეთ და დღის ბოლოს მისი დახმარება და შრომის შემსუბუქება ჭურჭლის დარეცხვით გადაწყვიტეთ ეს არც ისე კარგი იდეა ყოფილა... თურმე უმჯობესია, თავად გავისარჯოთ და ჭურჭლის რეცხვაში უცხო არ დავიხმაროთ. რატომ? იმიტომ, რომ სახლის ენერგეტიკული ბალანსი დავიცვათ - მჭიდრო კავშირი, რომელიც ჭურჭელსა და იმ ადამიანებს შორისაა, რომლებიც მას ყოველდღიურად მოიხმარენ, უცხოთა ჩარევას ვერ იტანს.
უამრავი მითი და რეალობა არსებობს, მაგრამ ფაქტი ერთია და უტყუარი-ჩვენი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მეტწილად ჰიგიენის ნორმების დაცვაზეა დამოკიდებული, ამიტომ გვახსოვდეს, რომ გაურეცხავად დატოვებული ჭურჭელი ნიჟარაში იზიდავს მწერებსა და ბაქტერიებს, ამიტომ, ეცადეთ არ დატოვოთ გასარეცხი ჭურჭელი ნიჟარაში ღამის განმავლობაში.