დიასახლისები დაგვეთანხმებიან, რომ ღუმელის მოვლა მომაბეზრებელი და დამღლელი პროცესია, ხშირად, მის წმენდაზე ფიქრი კერძების მომზადების სურვილსაც გვიქრობს. იმისათვის, რომ ეს მომაბეზრებელი და რუტინული პროცესი ცოტათი მაინც გავიადვილოთ და ცხიმის სიღრმეებში ჩაჯდომა ავიცილოთ თავიდან უნდა შევთანხმდეთ, რომ ღუმელის ყოველი მოხმარების შემდეგ, როცა ის ჯერ კიდევ გახურებულია სველი ღრუბლით უნდა მოვაშოროთ ნამწვი, კვირაში ერთხელ კი „გენერალური“ დასუფთავება ჩავუტაროთ. საკმაოდ ადვილია ქიმიური საშუალებებით ღუმელის კარების და კედლების დალბობა, მაგრამ რადგანაც, ღუმელის შემთხვევაში წვა/ცხობა ვაკუუმში მიმდინარეობს თავს ვიკავებთ ქიმიური საშუალებების გამოყენებისგან და ვცდილობთ, უფრო ბუნებრივი და ნაკლებტოქსიკური გზები ვიპოვოთ.
• საცხობ ან უბრალოდ ცეცხლგამძლე ჭურჭელში ჩავასხათ წყალი, შევდოთ გაზქურაში და ვადუღოთ, წყლის აორთქლება ღუმელში არსებულ ნამწვს და ცხიმის ლაქებს დაალბობს და მის წმენდას გააიოლებს.
• მეტი ეფექტურობისთვის დალბობილ და გახურებულ ღუმელს სოდისა და ძმრის ფაფისებრი ნარევით და ღრუბლის მეშვეობით დავამუშავებთ, მოგეხსენებათ სოდა ცხიმის კარგი შემწოვია, მასთან ურთიერთქმედებაში შესული ძმარი კი ამ პროცესს მეტად ეფექტურს ხდის.
• ეცადეთ მშრალი სოდა არ იხმაროთ ღუმელის შუშის კარის წმენდის დროს, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება, მცირე ნაკაწრები გაჩნდეს.
• ლიმონის მჟავაც ეფექტურია ნადების მოსაშორებლად, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც უმჯობესია ღუმელი დალბობილი და სველი იყოს.
• ასევე ამბობენ, რომ თუ ფორთოხლის კანს დავასხამთ ძმარს და ერთი კვირა გავაჩერებთ, ის ცხიმთანბრძოლის უნივერსალურ და ბუნებრივ საშუალებად გარდაიქმნება, მგონი, ცდად ღირს.
მოუარეთ თქვენს ღუმელს, მიჰყევით რჩევებს და დამერწმუნეთ ის თქვენი დახმარებით გასტრონომიულ საოცრებებს მოახდენ