info@mycleaner.ge032 2 47 67 07+995 579 00 00 38 +995 579 00 00 38
error
ხრიკები, რომლებიც სამზარეულოს მოვლას გაგიმარტივებთ

 დასუფთავების კომპანია Mycleaner.ge აგრძელებს საჭირო რჩევების სერიას, რომლებიც თქვენი სახლის სისუფთავეში მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ. ამჯერად ჩვენი არჩევანი სამზარეულოს ნივთების დასუფთავებაზე შევაჩერეთ. ღუმელი, მინის ჭურჭელი, მაცივარი და ხორცსაკები მანქანა-ეს ის ნივთებია, რომლებიც ძალიან სპეციფიკურ მოვლას საჭიროებენ. და იმისათვის, რომ ეს პროცედურა დამღლელი და რუტინული არ გახდეს, გაგიზიარებთ რამდენიმე ხრიკს, რომელიც საქმეს საგრძნობლად გაგიიოლებთ:

 

  1. ეცადეთ, ღუმელს ნადები და ცხიმი არ ჩაუჯდეს - ამისათვის საჭიროა მარტივი რამ, ყოველი კერძის მომზადების შემდეგ (და თუ ეს დაგეზარებათ 2-3 კვირაში ერთხელ) სახლში მომზადებული სპეციალური ხსნარით გაწმინდოთ. ხსნარის მომზადება ძალიან მარტივია: აიღეთ ¼ ჭიქა მრაილი, ¾ ჭიქა სოდა და ¼ ჭიქა წყალი, შერეული მასა თანაბრად წაუსვით  მიმწვარ ადგილებს და გააჩერეთ 12 საათით (დაახლოებით 1 ღამის განმავლობაში) შემდეგ კი მოხეხეთ და მოწმინდეთ.

     
  2. იზრუნეთ მინის ჭურჭლის ბზინვარებაზე-თუ ჭურჭელმა ბზინვარება დაკარგა, ნუ იღელვებთ, Mycleaner.ge გაგიზიარებთ მინის ჭურჭლისთვის ლაქების მოშორების მარტივ ხერხს:  1 სუფრის კოვზი ძმარი შეურიეთ 1 სუფრის კოვზ მარილთან და ამ ნაზავით გაწმინდეთ ჭურჭელი, შემდეგ კი გაავლეთ. სულ ეს არის, ყველაფერი სიმარტივეშია! (თუ ეს ნაზავი არასაკმარისი იქნება, შეგიძლიათ, რაოდენობა შესაბისად გაზარდოთ). რაც შეეხება ბზინვარებას, ამისთვის დაგჭირდება ცოტაოდენი ძმარი და თბილი წყალი, შევურიოთ მარილი და ჭურჭელი მასში გავრეცხოთ; შედეგს კი საკუთარი თვალით ნახავთ!

     
  3. გააქრეთ მაცივრიდან გამოსული არასასიამოვო სუნი - ამ არცთუ ისე იშვიათ პრობლემას სამზარეულოში ყველა ვაწყედებით, თუმცა, მისი გაქრობა რთული ნამდვილად არ არის, ამისათვის დაგჭირდებათ სახლის პირობებში მომზადებული  სპეციალური მასა: აიღეთ 4 ს/კ სოდა, გააზავეთ 1 ლიტრ წყალში და სამზარეულოს ხელსახოცით კარგად გამოწმინდეთ მაცივარი, შემდეგ კი მშრალი ხელსახოცით გაწმინდეთ.   

     
  4. ხორცსაკები მანქანა საგულდაგულოდ გაწმინდეთ- ხორცსაკეპი მანქანა ყოველ ჯერზე, როცა მასში ხორცს გავატარებთ, ძალიან რთული გასარეცხია. როგორ ძალიანაც არ უნდა ვეცადოთ, ხორცის ნარჩენები შეიძლება, სადღაც მაინც დაგვრჩეს, რაც იმის მომასწავლებელია რო მ მასში უამრავი ბაქტერია და მიკროორგანიზმი დაგროვდება. იმისათვის, რომ ეს ასე არ მოხდეს, გირჩევთ, ხორცის შემდეგ გაატაროთ უმი კარტოფილი, რაც წვრილმან ნარჩენებს სრულად გამოდევნის მექანიზმიდან.

 

 

3538
რთულად ამოსაყვან ლაქებთან ბრძოლის მარტივი მეთოდი იცით თუ არა ვინ და როდის გამოიგონა მტვერსასრუტი? ვაშლის ძმრის უნიკალური თვისებები, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ სარეცხი საპნის უჩვეულო და სასარგებლო თვისებები სოდა, როგორც უნივერსალური ნივთიერება როგორ ვებრძოლოთ ნესტსა და სოკოს ნადებს სახლში სარეცხი მანქანის მოვლა საბნების, ბალიშების და ლეიბების მოვლა როგორ მოვაშოროთ სუფრას ლაქები? მაცივრის წმენდა-მარტივი, ეკონომიური და უსაფრთხო მეთოდი