info@mycleaner.ge032 2 47 67 07+995 579 00 00 38 +995 579 00 00 38
error
როგორ უნდა ირეცხებოდეს ბავშვის სარეცხი?

 სარეცხი საშუალებების შეძენისას რა კრიტერიუმით სარგებლობთ? ალბათ საინტერესოა, რომელ სარეცხ საშუალებას რა კრიტერიუმით ანიჭებენ უპირატესობას დიასახლისები? აღნიშნულთან დაკავშირებით, Mycleaner.ge-მ მცირე გამოკითხვა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ დიასახლისთა უმრავლესობა სარეცხ საშუალებებს რეკლამის, ფასისა და ახლობელ-ნაცნობების რჩევის საფუძველზე მოიხმარენ. ეს კი, რა საკვირველია, შეცდომაა.

 სპეციალისტების თქმით, სარეცხი საშუალებები, მათ შორის ის საშუალებები, რომლებიც საყოფაცხოვრებო მოხმარებაშია, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის ყველაზე საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს განეკუთვნება.  რატომ? საქმე ის არის, რომ სარეცხი ფხვნილების შემადგენლობაში დიდი რაოდენობით ფოსფატები და ანიონური, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებებია, რომლებიც თუ პროდუქციის შემადგენლოაბში 5%-ზე მეტი რაოდენობით არის, შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგია, იმუნიტეტის დაქვეითება, დააზიანოს კანის უჯრედები და მეტიც, თუ ეს ნივთიერებები დიდი რაოდენობით არის პროდუქციაში, შესაძლოა, დააზიანოს ღვიძლი, თირკმელები, ფილტვები და ნერვული სისტემაც კი.

 

 ალბათ ხვდებით, რამდენი ყურადღება სჭირდება სარეცხი საშუალებების შერჩევას, მით უფრო, თუკი ამა თუ იმ პროდუქციით მცირეწლოვანი ბავშვების ნივთებსაც ვრეცხავთ. ხშირად ყოფილა შემთხვევები და შესაძლოა, თქვენც გქონიათ პრაქტიკაში, როდესაც ბავშვს აღმოსჩენია კანის პრობლემები, ალერგია, გამონაყარი ან იმუნიტეტის დაქვეითება. შეიძლება, თქვენ ამ ყველაფრის მიზეზად სარეცხი საშუალება არც არასდროს გიგულისხმიათ, მაგრამ სწორედ ცუდად შერჩეულ სარეცხ საშუალებებში გარეცხილ ნივთებს გამოუწვევია ზემოჩამოთვლილნი.

 როგორც უკვე აღვნიშნეთ, სარეცხი საშუალებების უმრავლესობა დიდი რაოდენობით ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს, ისინი უმეტესად გარეცხილი ნივთების ზედაპირზე რჩება, შემდეგ ბავშვის ორგანიზმშიც ხვდება და იწვევს ყველაფერ იმას, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ.

მაშ ასე, Mycleaner.ge გირჩევთ:

1)არ შეიძინოთ სარეცხი საშუალებები, რომლებიც შეიცავს ქლორს, ფოსფატს და სხვა ქიმიურ ნივთიერებებს-კარგად წაიკითხეთ შემადგენლობა და ამის შემდეგ იყიდეთ სარეცხი საშუალება.

2) მოერიდეთ მძაფრსუნიან კონდიციონერებს.

3)განსაკუთრებული ყურადღებით შეარჩიეთ ჩვილის სარეცხი საშუალებები-ახალშობილის სარეცხი აუცილებლად სპეციალური, საბავშვო სა შუალებებით უნდა გაირეცხოს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ბიოლოგიური ნივთიერებებით მზადდება.


4) არანაკლებ პრობლემური და საყურადღებოა ბავშვის სათამაშოების რეცხვა, რომლებსაც პატარა ხშირად პირში იდებს. განსაკუთრებით,  თუ ეს სათამაშოები რბილი ქსოვილებისა და ბეწვისგან არის დამზადებული, ისინი ხომ ბაქტერიების სამფლობელოდ იქცევვა ჩვენ კი მათს მოსავლელად დიდი ყურადღება გვჭირდება. ეცადეთ, 7-10 დღეში ერთხელ სათამაშოები, ბეწვისაც და რეზინისაც, საპნიან-სოდიანი წყლით გაირეცხოთ (სამ ლიტრ წყალზე 1 ჩ/კ თხევადი საპონი და 1 ს/კ სოდა). ასე თქვენ უფრო მშვიდად იქნებით, თუკი გეცოდინებათ, რომ ნივთები, რომლებსაც თქვენი შვილები ყოველ წამს პირში იდებენ, შეძლებისდაგვარად დაცულები არიან ბაქტერიებისგან.   

 

4590
რთულად ამოსაყვან ლაქებთან ბრძოლის მარტივი მეთოდი იცით თუ არა ვინ და როდის გამოიგონა მტვერსასრუტი? ვაშლის ძმრის უნიკალური თვისებები, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ სარეცხი საპნის უჩვეულო და სასარგებლო თვისებები სოდა, როგორც უნივერსალური ნივთიერება როგორ ვებრძოლოთ ნესტსა და სოკოს ნადებს სახლში სარეცხი მანქანის მოვლა საბნების, ბალიშების და ლეიბების მოვლა როგორ მოვაშოროთ სუფრას ლაქები? მაცივრის წმენდა-მარტივი, ეკონომიური და უსაფრთხო მეთოდი