info@mycleaner.ge032 2 47 67 07+995 579 00 00 38 +995 579 00 00 38
error
რბილი ავეჯი სისტემატურ წმენდას მოითხოვს

დიასახლისები ხშირად აღნიშნავენ, რომ რბილი ავეჯის წმენდა მათთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა; რატომ? საქმე ის არის, რომ რბილი ავეჯის ზედაპირსა და მის სიღრმეში, რომელი ფაქტობრივად მთლიანად ქსოვილია, ადვილად ჯდება უხილავი მტვერი, ჭუჭყი, რომელსაც ჩვენ ისე ვსუნთქავთ, ვერც კი ვხვდებით, რა ზიანის მოტანა შეუძლია; გარდა ამისა, ჩვენი შვილები ზედ თამაშობენ და ხელებით ეხებიან. მართალია კარგი ხარისხის ხალიჩაში მტვრის და ჭუჭყის ნაწილაკები შედარებით ძნელად იბუდებენ, ვიდრე უხარისხო ქსოვილში, მაგრამ სისტემატურ წმენდას ორივე მათგანი მოითხოვს. ჩვენი რჩევები გაგიადვილებთ ხალიჩების წმენდის პროცესს და მარტივ გზებს გასწავლით.

ავეჯზე მოხვედრილი ბაქტერიები საზიანოა თქვენი ჯანმრთელობისთვის და ხდება ისეთი დაავადებების მიზეზი, როგორიც არის ალერგია და სხვა. ავეჯის წმენდას წინ უძღვის სპეციალური ხელსაწყოებით დამუშავება, რაც უზრუნველყოფს ჩამჯდარი ჭუჭყის მოშორებას. ამის წყალობით მიიღწევა არა ზედაპირული, არამედ სრულყოფილი სისუფთავე...

რბილი ავეჯის წმენდის პრინციპი იატაკების წმნედას ჰგავს. ზედაპირი თავისუფლდება მტვრისგან, განისაზღვრება ლაქების სახეობა (ღვინო, ზეთი), ინამება მთლიანი ზედაპირი, მუშავდება ჯაგრისით, ხდება ჭუჭყის აღება და ბოლოს წყლის პროცესით განეიტრალება.

ავეჯიდან ჩამჯდარი ჭუჭყის მოცილება უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს, რადგან გთავაზობთ რბილი ავეჯის, სამეულების, სავარძლის ქიმწმენდას, დეზინფექციას, როგორც ნაჭრის, ასევე ტყავის ავეჯისთვის- უმაღლესი ხარისხის ხსნარებით!
მომსახურებისას შეიძლება გაიწმინდოს როგორც ოფისის, ბარ-რესტორნის, ასევე ბინებისა და აგარაკების ავეჯი!

5054
რთულად ამოსაყვან ლაქებთან ბრძოლის მარტივი მეთოდი იცით თუ არა ვინ და როდის გამოიგონა მტვერსასრუტი? ვაშლის ძმრის უნიკალური თვისებები, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ სარეცხი საპნის უჩვეულო და სასარგებლო თვისებები სოდა, როგორც უნივერსალური ნივთიერება როგორ ვებრძოლოთ ნესტსა და სოკოს ნადებს სახლში სარეცხი მანქანის მოვლა საბნების, ბალიშების და ლეიბების მოვლა როგორ მოვაშოროთ სუფრას ლაქები? მაცივრის წმენდა-მარტივი, ეკონომიური და უსაფრთხო მეთოდი