info@mycleaner.ge032 2 47 67 07+995 579 00 00 38 +995 579 00 00 38
error
შეცდომები, რომლებსაც აბაზანის მოწყობისას ვუშვებთ

ახალ დღეს ყველა ადამიანი აბაზანით იწყებს. სწორედ ეს ადგილი განაპირობებს ადამიანის განწყობას მთელი დღის განმავლობაში, ამიტომაც, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად კომფორტულად არის ის მოწყობილი. 
ვეცდებით მოგცეთ რამდენიმე სასარგებლო რჩევა, როგორ მოაწყოთ თქვნი აბაზანა ისე, რომ ყოველი დილა სასიამოვნოდ დაიწყოთ.

1. სპონტანური დაგეგმვა

 


ძირითადი პრობლემა, რომელიც იწვევს მრავალ გაუგებრობასა და უსიამოვნებას, არის აბაზანის არასწორი დაგეგმარება. დიდ აბაზანაში შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი არ იყოს, სად მდებარეობს საშხაპე, მაგრამ როდესაც თქვენს აბაზანაში ადგილი შეზღუდულია, თითოეულ დეტალს და მის ადგილმდებარეობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. 
იმისათვის, რომპატარა ზომის აბაზანაში თავის მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოთ, მისი მოწყობის დროს ყველაფერი კარგად უნდა გათვალოთ, პირვლ რიგში კი, ეს, რა თქმა უნდა, მსხვილი სანტექნიკაა. 
აბაზანა უნდა განათავსოთ ისე, რომ მან დაიკავოს მხოლოდ ერთი კედელი. თუ აბაზანაში სარეცხი მანქანაც უნდა მოათავსოთ, მაშინ, უმჯობესი იქნება, აბაზანაზე უარი თქვათ და საშხაპე კაბინას დაჯერდეთ. 
მოერიდეთ აბაზანაში მასიური კარადის არსებობას, მის მაგივრად კომპაქტური ანალოგის გამოყენებას გირჩევთ. რაც შეეხება უნიტაზს, ის ისე უნდა მოთავსდეს, რომ მასსა და მოპირდაპირედ არსებულ სანტექნიკას შორის თავისუფლად გასვლა მოსახერხებელი იყოს.

 

 


2. კლუბური ატმოსფერო

 

თუ რომელიმე ლამაზი რესტორნის საპირფარეშომ მიიქცია თქვენი ყურადღება, მოგხიბლათ მისმა დიზაინმა და გადაწყვიტეთ ასეთივე სახლში გააკეთოთ, სანამ ჩანაფიქრს სისრულეში მოიყვანთ, კარგად დაფიქრდით, ღირს კი ამის გაკეთება?
საქმე ის არის, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მაგალითად რესტორნებსა და კლუბებში, საპირფარეშოებში უპირატესობას მკრთალ განათებასა და მუქ ფერებს ანიჭებენ, რაც აბსოლუტუად მიუღებელია სახლის პირობებში., თუ თქვენ გსურთ, რომ დილა პოზიტიურად დაიწყოთ და ჯანსაღად გამოიყურებოდეთ, ყურადღება მიაქციეთ აბაზანის განათებას. რაც შეეხება იატაკს, შეიძლება მუქი ფერიც გამოიყენოთ.

 


3. დამცავი საშუალებები

 


თუ თქვენს აბაზანაში არის საშხაპე კაბინა, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ თქვათ უარი დამცავ ფარდაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მის გარეშე ძალიან გაგიჭირდებათ. შხაპის მიღებს დროს წყლის შხეფები ირგვლივ ყვეალფერს დაასველებს და ამის შემდეგ აბაზანის დალაგება თქვენგან ორმაგ ენერგიასა და დროს მოითხვს. გარდა დამცავი ფარდისა, აბაზანაში შესაძლებელია გამოიყენოთ მინის ბარიერები.

 


4. სრიალა იატაკი

 


აბაზანის მოწყობის დროს უმთავრესი ფაქტორი, რასაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება, არის იატაკის მოსაპირკეთებელი ფილები. ის არავითარ შემთხვევაში უნდა იყოს პრიალა ზედაპირის მქონე, რათა მაქსიმალურად შეამციროთ სველ იატაკზე ფეხის დაცურების ალბათობა.

 


5. არასაკმარისი განათება

 


არ დაგვეზარება და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რამდენად მნიშვნელოვანია აბაზანაში, განსაკუთრები კი სამუშაო ზონაში, კარგი განათება. 
ამ პრობლემის მოგვარების ყველაზე მარტივი გზა სარკესთან დამონტაჟებული დამატებითი ნათურებია.

 


6. ქაღალდის შპალერი

 


სპეციფიურ ოთახებში, განასაკუთრებით ისეთი, რომელშიც არის ნესტი, მიუღებელია ქაღალდის შპალერის გაკვრა. ქარალდი მალი ისრუტავს ნესტს, შედეგად კი წებო ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას, ქაღალდი ძვრება და ლპება, რაც თქვენი აბაზანის ესთეტიურ მხარესაც, რა თქმა უნდა, გააფუჭებს. 
ამ შემთხვევაშიც შეგახსენებთ, რომ აბაზანისთვის ძალიან კარგია კერამიკული ფილები, ის ადვილი მოსავლელია, კარგად იტანს ნესტს და ამით ოდნავადაც არ ზიანდება.

 


7. პირსახოცების საკიდი

 

ეს თითქოს უმნიშვნელო დეტალია, რომელიც ყოველდღიურობაში საკმაო დისკომფორტს ქმნის. ამიტომ გირჩევთ, აბაზანის მოწყობის დროს გაითვალისწინეთ და ყურადღება მიაქციეთ, სპეციალურ პირსახოცების საკიდ მილებს, რომელიც აბაზანაში ყოფნას სასიამოვნოს და მოხერხებულს გაგიხდით.

 


8. პატარა ხალიჩა

 


აბაზანაში აუცილებელი ატრიბუტია პატარა ნოხი, რომლიც გაციებისგან და სველ იატაკზე ფეხის დაცურებისგან დაგიცავთ. გარდა ამ თვისებებისა, პატარა ნოხი ძალიან ლამაზი და მოსახერხებელია და მისი შეძენა ყველგან შეგიძლიათ, სადაც აბაზანის აქსესუარები იყიდება.

 


9. პატარა ზომის პირსაბანი

 


ხშირად ხდება, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სივრცე იძლევა ამის საშუალებას, აბაზანაში დამონტაჯებუია პატარა ზოპმის პირსაბანი. გირჩევთ, არჩევანი განიერ ფართიო პირსაბანზე შეაჩეროთ და უფრო მეტიც, თუ არის ამის საშუალება, ორი პირსაბანიც კი იქონიოთ, რაც გაგიმარტივებთ დილის სასიამოვნოდ დაწყებას ოჯახის ყველა წევრს და ყოვედღიურ ჰიგიენურ პროცედურებს კომფორტულად შეასრულებთ.

 


10. დიზაინი

 


და ბოლოს, თითქოს აბაზანა არ არის ის ადგილი, რომელიც ბევრ გაფორმებასა და ფანატაზიას მოითხოვს, თუმცა, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, აბაზანა განაპირობებს თქვენს ყოვლდღიურ განწყობას და ეცადეთ ის რაც შეიძლება ლამაზად მოაწყოთ.

 

©https://bit.ly/2CfelTF

9381
რთულად ამოსაყვან ლაქებთან ბრძოლის მარტივი მეთოდი იცით თუ არა ვინ და როდის გამოიგონა მტვერსასრუტი? ვაშლის ძმრის უნიკალური თვისებები, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ სარეცხი საპნის უჩვეულო და სასარგებლო თვისებები სოდა, როგორც უნივერსალური ნივთიერება როგორ ვებრძოლოთ ნესტსა და სოკოს ნადებს სახლში სარეცხი მანქანის მოვლა საბნების, ბალიშების და ლეიბების მოვლა როგორ მოვაშოროთ სუფრას ლაქები? მაცივრის წმენდა-მარტივი, ეკონომიური და უსაფრთხო მეთოდი