info@mycleaner.ge032 2 47 67 07+995 579 00 00 38 +995 579 00 00 38
error
როგორ ვებრძოლოთ ნესტსა და სოკოს ნადებს სახლში

ალბათ, გაგიგონიათ ახლობლების ჩივილი, რომ სახლში ნესტის სუნია, კარადიდან გამოღებულ ტანისამოსს სპეციფიკური, ობის სუნი ასდის, აბაზანის და ოთახის კედლები შავი ლაქებით იფარება და სამზარეულოში მარილი, შაქარი, სუნელები და მსგავსი ტიპის პროდუქტები მუდმივად უსველდება. ნესტი ობის სოკოს წარმოქმნას უწყობს ხელს, ისინი მრავლდებიან კედლებზე შავი სპორების სახით, მათ ვსუნთქავთ, ეს კი სახიფათოა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.

 

სახლში ნესტი ყველაზე ხშირად, რამდენიმე მიზეზის გამო ჩნდება. ესენია: არაბუნებრივი სამშენებლო მასალა, არასაკმარისი ვენტილაცია, საძირკვლის ცუდი ჰოდროიზოლაცია, გათბობის არაეფექტური სისტემები და სველ წერტილებში გამწოვი სისტემების არარსებობა.

 

ნესტისა და ობის სოკოს გაჩენის ადგილები, პირველ რიგში, სააბაზანო ოთახი, სამზარეულო და საპირფარეშო გახლავთ. ასევე მათთან საერთო კედლის მქონე ოთახები. ცხელი წყლის ნაკადი და საჭმლის მომზადების დროს გამოყოფილი ორთქლი ტენიანობის მომატებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

 

ობის სოკოს წინააღმდეგ ეფექტურად გამოიყენება ფუნგიციდები და ანტისეპტიკური საშუალებები. მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ ყველა ეს პრეპარატი ძლიერტოქსიკურია და მათი გამოყენებისას აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა. ამასთანავე, სოკოს განადგურებით პრობლემა არ მოგვარდება - თუ მისი გამომწვევი მიზეზი არ დადგინდება, რაღაც პერიოდის შემდეგ სოკოს სპორები ისევ გაჩნდება, ამიტომ ნესტთან ბრძოლისას აუცილებელია მისი გამომწვევი მიზეზების დადგენა და შენობაში სინესტის დონის ნორმალიზება.

 

როგორ გავაკონტროლოთ სინესტის დონე?

 

გამოიყენეთ საყოფაცხოვრებო ჰაერის გამომშრობი - ეს მოწყობილობა ადვილად აგვარებს ჭარბი ნესტის პრობლემას და ძალიან მარტივია გამოყენებისთვის. ის კომპაქტურია და ადვილად შეძლებთ, ერთი ოთახიდან მეორეში გადაიტანოთ.

 

იზრუნეთ სავენტილაციო სისტემის გამართვაზე - მოსაზრება, რომ ვენტილაცია მხოლოდ არასასიამოვნო სუნის გასანიავებლად არის საჭირო, მცდარია. სავენტილაციო ხვრელების დახურვით, გაუქმებით ან ავეჯით დაფარვით სახლს ჭარბი ტენიანობისთვის ვწირავთ. კარგი იქნება, თუ სამზარეულოსა და სააბაზანო ოთახში სინესტის სენსორებით აღჭურვილ გამწოვ ვენტილაციას დაამონტაჟებთ.

 

მოერიდეთ კარ-ფანჯრის ჰერმეტიზაციას - ჰერმეტულად დახურული კარისა და მეტალოპლასტმასის ფანჯრების დამონტაჟებამ შესაძლოა, ოთახში ჰაერის შემოდინებისა და გადინების პროცესი დაარღვიოს. ამ დროს სინესტის მაჩვენებელი იზრდება, რაც მშვენიერ გარემოს ქმნის ობისა და სოკოს წარმოქმნისთვის.

 

დაუშვებელია სარეცხის სახლში გაშრობა. გაიტანეთ სარეცხი აივანზე ან სადარბაზოში მოწყობილ სპეციალურ საშრობში.

 

გამოიყენეთ კონდენსაციის საწინააღმდეგო თაბაშირი - თუ კედლებზე თაბაშირის ფენის შეცვლას აპირებთ, აუცილებლად ჩამოფხიკეთ ძველი შპალერი და კარგად რომ გაშრება, კონდენსაციის საწინააღმდეგო თაბაშირით გალესეთ. სამზარეულოსა და სააბაზანო ოთახისთვის შეარჩიეთ კონდენსაციის საწინააღმდეგო საღებავი, რომელიც ნესტიან ამინდებში სინესტეს შთანთქავს და მშრალ ამინდებში გამოყოფს.

 

აუცილებლად გაანადგურეთ უკვე გაჩენილი ობის კვალი, საგულდაგულოდ ჩამოფხიკეთ ნადები და კედელი ნესტსაწინააღმდეგო საშუალებით დაფარეთ, მხოლდო ამის შემდეგ დაფარეთ კედელი შპალერით ან საღებავით.

 

error
რატომ არ უნდა დატოვოთ გასარეცხი ჭურჭელი ნიჟარაში?

თანამედროვე კვლევითი ორგანიზაციები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ სახლის სისუფთავის აუცილებლობას. რატომ? იმიტომ, რომ მათი თქმით, ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ უამრავ ბაქტერიასთან შეხება, რაც ჯანრმთელობისთვისაც საზიანოა. სპეციალისტების რეკომენდაციით, ადამიანები მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენს ირგვლივ მუდმივად სუფთა გარემო და ნაკლები სიბინძურე იყოს, რათა ბაქტერიების გამრავლებას ხელი შევუშალოთ.

 სად შეიძლება ადამიანი ბაქტერიებს გადაეყაროს ? პასუხი მარტივია - ყველგან, სადაც არ უნდა გაიხედოს, სახლში (მისაღები ოთახი,  საძინებელი, აბაზანა, სამზარეულო და ა.შ.), ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სუპერმარკეტებში და ა.შ. -  ჩამონათვალი ვრცელია.

 ბაქტერიებთან გამკლავება ყველა ზემოჩამოთვლილ ადგილას რა თქმა უნდა, გაგვიჭირდება, მაგრამ სადაც ნამდვილად შეგვიძლია სისუფთავის შენარჩუნება ეს ჩვენი საკუთარი სახლი და მისი ყველა კუთხე-კუნჭულია.

 მისაღები ოთახი,  საძინებელი, აბაზანა, სამზარეულო და ა.შ სახლში ძალიან მარტივად შეიძლება, წარმოიქმნას ბაქტერიების ბუდედ. მაგალითად სამზარეულო - შესაძლოა, სრულებით ელემენტარულმა დეტალმა, შესაზლოა, დიდი პორბლემა წარმოქმნას. ალბათ, ყველა თქვენგანს ჰქონია შემთხვევა, როცა სადილობის შემდეგ ჭურჭლის დარეცხვა დაგზარებიათ, ან უბრალოდ სხვა საქმეს შეჰყევით და გადაგავიწყდათ, რომ ნიჟარაში გასარეცხი ჭურჭელი გელოდებათ. თუმცა, Mycleaner-ის რჩევებს თუ დაუჯერებთ, სამზარეულოში  გასარეცხი ჭურჭელი არასოდეს უნდა დატოვოთ.

 საქმე ის არის, რომ გაურეცხავად დატოვებული ჭურჭელი ნიჟარაში იზიდავს მწერებსა და ბაქტერიებს, ამიტომ, ეცადეთ არ დატოვოთ გასარეცხი ჭურჭელი ნიჟარაში ღამის განმავლობაში.

 

თუ ძველ თქმულებებს და უძველეს ფილოსოფიურ თქმულებას დავუჯერებთ ონკანის ნიჟარაში დატოვებული ჭუჭყიანი ჭურჭელი ღია კარია, საიდანაც ფინანსური კეთილდღეობა გადის.

 

ეზოთერიკა უჭყიანი ჭურჭლის რეცხვას უკავშირებს ადამიანის აზროვნების განწმენდას ეგოიზმისა და ანგარებისგან. წინაპრებს კი სწამდათ, რომ თეფშებისა და ჭიქების რეცხვა ოჯახში ბარაქას იზიდავს.

 

ნებისმიერ ოჯახს საკუთარი, განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვს, რომელსაც ოჯახის მუდმივი წევრების ენერგეტიკა ქმნის.

 

ჭურჭლის რეცხვას კიდევ ერთი მითი უკავშირდება- თუ თქვენს მეგობარს ესტუმრეთ და დღის ბოლოს მისი დახმარება და შრომის შემსუბუქება ჭურჭლის დარეცხვით გადაწყვიტეთ ეს არც ისე კარგი იდეა ყოფილა... თურმე უმჯობესია, თავად გავისარჯოთ და ჭურჭლის რეცხვაში უცხო არ დავიხმაროთ. რატომ? იმიტომ, რომ სახლის ენერგეტიკული ბალანსი დავიცვათ - მჭიდრო კავშირი, რომელიც ჭურჭელსა და იმ ადამიანებს შორისაა, რომლებიც მას ყოველდღიურად მოიხმარენ, უცხოთა ჩარევას ვერ იტანს.

 

უამრავი მითი და რეალობა არსებობს, მაგრამ ფაქტი ერთია და უტყუარი-ჩვენი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მეტწილად ჰიგიენის ნორმების დაცვაზეა დამოკიდებული, ამიტომ გვახსოვდეს, რომ გაურეცხავად დატოვებული ჭურჭელი ნიჟარაში იზიდავს მწერებსა და ბაქტერიებს, ამიტომ, ეცადეთ არ დატოვოთ გასარეცხი ჭურჭელი ნიჟარაში ღამის განმავლობაში.

 

error
რჩევები, თუ როგორ გავაქროთ კანალიზაციის სუნი მილებიდან

გქონიათ შემთხვევა, რომ როგორი იდეალურადაც არ უნდა გქონდეთ სახლი დალაგებული, მაგრამ ოთახებიდან რაღაცის სპეციფიკურ,  უსიამოვნო სუნს მაინც ვერ იშორებთ ოთახებიდან? ალბათ, კი, თუმცა, ვერ ხვდებით, რას შეიძლება ჰქონდეს იგი - ვფიქრობ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ეს უსიამოვნო და მოუშორებელი სუნი  კანალიზაციის მილებიდან ამოდის. მიუხედავად იმისა, რომ დიასახლისები მაქსიმალურად ცდილობენ, მინიმუმამდე დაიყვანონ საჭმლის ნარჩენების სამზარეულოს ნიჟარიდან მილებში მოხვედრა, თუმცა, დაზღვეული არავინ არის. როგორც არ უნდა ვეცადოთ, ნარჩენების მცირე ნაწილები მაინც მოხვდებიან და დაიბუდებენ სამზარეულოს მილებში, შემდეგ ეს ნარჩენები ლპება, რაც ზემოხსენებული უსიამოვნო სუნის მიზეზი ხდება.

 Mycleaner.ge გირჩევთ, როგორ უნდა მოაგვაროთ პრობლემა სახლის პირობებში ისე, რომ ეს ყველაფერი  ფინანსურადაც ძალიან იაფი დაგიჯდეთ:

 

ლიმონი და სოდა - ეს ორი ინგრედიენტი თითქმის ყველა სამზარეულოში მოიპოვება, თუმცა, ასეც რომ არ იყოს, მათი შეძენა ნებისმიერ მარკეტში, თანაც მინიმალურ ფასად არის შესაძლებელი.  ლიმონი გავწუროთ, ისე, რომ მივიღოთ ერთი  ღვინის ჭიქა წვენი, მოვათავსოთ თასში და დავამატოთ იმავე ზომის 1 ჭიქა სოდა . მიღებული მასა ჩავასხათ ნიჟარაში, გავაჩეროთ რამდენიმე წუთით, შემდეგ კი ჩვეულებრივი, გამდინარი წყლით ჩავრეცხოთ.

ლიმონი და ძმარი  - დაჭერით ლიმონი პატარ-პატარა ნაჭრებად, მოათავსეთ ყუნულის კონტეინერში, დაასხით ძმარი  და რამდენიმე წუთით გავაჩეროთ. შემდეგ მიღებული მასა  ჩავასხათ ყინულის დასამზადებელ ფორმებში და დავამზადოთ ყინული.  გაყინული ლიმონი და ძმარი მილების სუფთად შენახვისთვის იდეალური და ეფექტური საშუალებაა. რატომ? იმიტომ, რომ ყინულად ქცეული ეს სითხე ნელ-ნელა დნება, ასევე ნელ-ნელა აღწევს ცხიმის ან ნარჩენის ნებისმიერ, გროვასთან და მარტივად კლავს მავნე ბაქტერიებს. გარდა ამისა, აღნიშნული მასა ტოვებს ძალიან სასიმოვნო არომატს.  თუკი ამ პროცედურას რამდენიმე დღე ზედიზედ გააკეთებთ, ჩათვალეთ, რომ თქვენი ნიჟარა 100%-ით განთავისუფლდება მავნე ნარჩენებისგან, რომელიც თქვენს გაწკრრიალებულ სამზარეულოში არასასიამოვნო სუნს აყენებს.

 

  

error
სახლის დალაგება - დასუფთავება-ნივთები, რომლებსაც ყოველდღიური რეცხვა სჭირდება

 მუდმივი გადარბენის რეჟიმი -  ეს არის ის ერთ-ერთი რამ, რაც 21-ე საუკუნის ადამიანებისთვის განსაკუთრებით ნაცნობია.

 სამსახური, მნიშვნელოვანი შეხვედრები, მეგობართან ვიზიტი, დღესასწაულზე წასვლა და ა. შ.  გეცნოთ სიტუაცია? ალბათ, კი.  ადამიანებს ყოველთვის სადღაც გვეჩქარება და ხშირად იმისთვის, რომ ვიზიტზე არ დავაგვიანოთ, საოჯახო საქმეებს ყურადღებას არ ვაქცევთ და სახლში სრულ ქაოსს ვტოვებთ.

 მუდმივად ყველაფრის მოსწრება რთულია. ყოველდღიურად იდეალურად ალაგო სახლი, თანაც ისე, რომ სხვა მნიშვნელოვან საქმეებს ყურადღება არ მოაკლო, ძნელად მისაღწევია ნებისმიერი ადამიანისთვის. ამიტომ იმაზე ნერვიულობა, რომ სოჯახო ნივთები გასაწმენდი, გასარეცხი ან მიულაგებელი დაგვრჩა, ყოველთვის არ შეიძლება. თუმცა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არის რაღაც ნივთები, რომლებიც არა თუ ხშირად, არამედ ყოველდღიურად საჭიროებენ მოვლასა და რეცხვას.

 

 Mycleaner.ge გთავაზობთ ზემოაღნიშნული ნივთების ჩამონათვალს:
 

 პირველი ეს  არის  სამზარეულოსხელსახოცი - სამზარეულოში ყოფნისას ყველაზე ხშირად დიასახლისები ხელსახოცს მოიხმარენ, შესაბამისად ხელსახოცებზე ბაქტერიებიც სწრაფად ვრცელდება და მრავლდება. ეს წესი აბაზანის პატარა პირსახოცებზეც. ვინაიდან, მათ დღეში რამდენჯერმე ვიყენებთ, სწრაფად ბინძურდება. ასე რომ, აუცილებელია, ხელსახოვები ყოველდღიურად  ვცვალოთ და ვრეცხოთ.

 

 

 

 

 შემდეგი არის ყავის მადუღარა - რატომ ? იმიტომ, რომ როგორც ვიცით, ყავის მადუღარაზე ხშირად მაღალი ტემპერატურა და ნესტია, რაც ბაქტერიების მომრავლებისთვის ხელსაყრელია და ამასთანავე, ობის ბუდეა, ამიტომ ყოველდღე გულდასმით უნდა გაირეცხოს.

 

 

კაფელ-მეტლახი - მოგეხსენებათ, ყოველი შხაპის მიღების შემდეგ აბაზანაში არსებული კაფელ-მეტლახი იორთქლება და ნესტიანდება, რაც შესაძლოა, შემდგომში  ბაქტერიების, ობისა და ლაქების ბუდედ გადაიქცეს. ამიტომ, როგორც არ უნდა გვეჩქარებოდეს, შხაპის მიღების შემდეგ რამდენიმე წუთი აუცილებლად უნდა გამოვნახოთ იმისთვის, რომ კაფელ მეტლახი გავწმინდოთ და გავამშრალოთ.

 

 

სამზარეულოს ნიჟარა  -  საპნიანი წყალი, გარეცხილი ჭურჭლის ნარჩენები და  ცხიმიანი შხეფები  ბაქტერიების გამრავლების დიდი წინაპირობაა, ამიტომ ყოველთვის, როდესაც ჭურჭელს გავრეცხავთ, ნიჟარა სპეციალურად უნდა გავწმინდოთ სპეციალური, ანტიბაქტერიული ხსნარებითა და ფხვნილებით.

 

 

 

ხალიჩა - იატაკზე გაფენილი ხალიჩა რომ დიდი რაოდენობით მტვერს ინახავს, ეს უცხო არავისთვისაა.ქსოვილში იბუდებს მტვერი, ჭუჭყი, შემდეგ ჩვენ ამას ვსუნთქავთ, ჩვენი შვილები კი ზედ თამაშობენ და ხელებით ეხებიან. მართალია, კარგი ხარისხის ხალიჩაში მტვრის და ჭუჭყის ნაწილაკები შედარებით ძნელად იბუდებენ, ვიდრე უხარისხო ქსოვილში, მაგრამ სისტემატურ წმენდას ორივე მათგანი მოითხოვს.  ამიტომ უმჯობესია, სპეციალური ხსნარის და მტვერსასრუტის დახმარებით გავასუფთაოთ.

 

error
სუფთა სამზარეულო - რჩევები Mycleaner.ge-სგან!

დაასუფთავო სამზარეულო იდეალურად - ეს ხომ ძალიან რთულ ამოცანად ჩანს? თუმცა არა, Mycleaner.ge-ს პროფესიონალ დიასახლისებს თუ დავუჯერებთ, ეს არც ისე რთული საქმეა.

 მაშ ასე, მოდი, დავარღვიოთ ყოველდღიურობაში მყარად ფეხმოკიდებული სტერეოტიპები და საქმეს შევუდგეთ!

  ჩართეთ მუსიკა, გამოაღეთ ფანჯარა (რომელიც უმჯობესია, რომ სამზარეულოს ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც, ხშირ შემთხვევაში ღია გვექნება, ამით თავიდან ავიცილებთ ათასნაირი სუნის ჩაბუდებას და გავრცელებას სახლის სხვადასხვა წერტილში) და დაიწყეთ პირველი ნაბიჯების გადადგმა!

 პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, ეს არის ობობის ქსელებისა და მტვრის გადმოწმენდა ავეჯის ზედაპირიდან, რათა არსებული მტვერი დასუფთავების პირველ ეტაპზევე გააქროთ სამზარეულოდან.

 შემდეგი ეტაპი არის გაზქურის გაწმენდა - რადგან ეს სამზარულოს დასუფთავებისას ყველაზე რთული პროცესია.

  1. მოხსენით გაზქურას სანათურები და თბილ წყალში, ჩვეულებრივი საპნითა და ღრუბლით გარეცხეთ. (შესაძლოა, სანათურების გარეცხვა ჭურჭლის სარეცხ მანქანასაც  მიანდოთ.
  2. შემდეგი ჯერზე თქვენ უკვე რკინის სადგამის გარეცხვა მოგიწევთ. გაზქურის რკინის სადგამის დაუზიანებლად და მარტივად გასაწმენდათ უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რამ:
  • დაალბეთ სადგამი წყალში გაზავებულ ჭურჭლის სარეცხ საშუალებაში რამდენიმე საათის განმავლობაში, შემდგომ ამოიღეთ და გარეცხეთ.
  • სველ სადგამს წაუსვით სოდა, გააჩერეთ 40 წუთით და შემდეგ ასევე სველ სოდაში ამოვლებული ლითონის ბადით ან ჯაგრისით გახეხეთ.
  • იმისთვის, რომ სადგამმა სისუფთავე შეინარჩუნოს, დიდი ხნის განმავლობაში, გარეცხვის შემდგომ წაუსვით შემდეგი ნაზავი: კალცინირებული სოდა 6 ს/კ, სარეცხი ფხვნილი 1 ს/კ და თხელი საკანცელარიო წებო.

 რაც შეეხება გაზქურის ღუმელის გაწმენდას; მოგეხსენებათ ღუმელი ხშირ წმენდას საჭიროებს,   რადგანაც წვა ვაკუუმში მიმდინარეობს, არ გამოვიყენოთ ქიმიური საშუალებები, ამიტომ შეარჩიეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელი, თუნდაც ჯამი ან ნამცხვრის საცხობი ფორმა, ჩაასხით მასში 3:1:1 წყალი, ძმარი და ლიმონის წვენი, შედგით ღუმელში და გაახურეთ მაქსიმალურ ტემპერატურამდე. ასე გააჩერეთ 20 წუთი. მიმწვარი ადგილები კარგად დალბება და მისი გაწმენდა ბევრად მარტივი იქნება. ამ წყალშივე მოათავსეთ გამწოვის ბადეები და შემდეგ, სოდის დახმარებით, ადვილად გააცლით ცხიმს და ნამწვს. რაც შეეხება გამწოვის ზედაპირს, მის გასაწმენდად იგივე ნივთიერება გამოიყენეთ, რითიც გაზქურას და ნიჟარას უვლით.

 

შემდეგი გახლავთ მაცივრის გამოწმენდა, რომელსაც არც თუ დიდი ძალისხმევა დასჭირდება. სპეციალური საწმენდი საშუალებით დასველებული ტილოთი გამოწმენდა და შემდეგ მისი გამომშრალება. მაცივრის გამოწმენდა ამდვილად მარტივი საკითხია და თქვენგანაც დიდ გარჩას არ ითხოვს.

ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ, კარადებში ჭურჭლის შელაგებაზე გადახვიდეთ. ეცადეთ ესთეტიკურად განალაგოთ ჭიქები, თეფშები, დანა-ჩანგალი, კოვზები, ქვაბები, ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინეთ, რადგან ქაოტური მდგომარეობა კარადაში ჩვენს ფსიქიკაზე ცუდად აისახება.  

საბოლოო ეტაპი იატაკის მოწმენდაა. როდესაც ჩამოყრილ მტვერს ავიღებთ მტვერსასრუტის ან ცოცხის მეშვეობით გადავიდეთ გაწმენდაზე. სამარეულოში მეტლახის, ლინოლიუმის, ან მარმარილოს იატაკის არსებობის შემთხვევაში, საწმენდ ტილოზე მოვასხათ ცოტა ქიმიური საშუალება და დავიწყოთ გაწმენდა, ეს კარგად მოაშორებს ჩამჯდარ ჭუჭყს და ცხიმს, ამის შემდეგ კარგად გარეცხილი ტილოთი გამოვწმინდოთ და ბოლომდე მოვაშოროთ საწმენდი საშუალებების კვალი. თუ სამზარეულოში ხის ან ლამინირებული პარკეტი გაქვთ, პარკეტის საწმენდი საშუალება გამოიყენეთ და არა გაზქურისთვის ან ნიჟარისთვის განკუთვნილი, ეს თავიდან აგარიდებთ იატაკის დაზიანებას.

 

error
მოტივაცია სახლის დალაგებისთვის!

გქონიათ შემთხვევა, როდესაც ხედავთ, რომ თქვენი სახლი ძალიან დასალაგებელია, მაგრამ ყველაფრის გაკეთება გეზარებათ? ალბათ კი. შესაძლოა, ერთ დღესაც გაიღვიძოთ და უბრალოდ ფეხის ფეხზე გადადებისა და ტელევიზორის ყურების გარდა არაფერი გინდოდეთ. და რეალურად, ვერც ვერაფერი შეგაცვლევინებთ ამ სურვილს, გარდა მოტივაციისა. და მაინც, რამ შეიძლება, მოგცეთ ეს მოტივაცია?
 

  1. წარმოიდგინეთ როგორ გამოიყურება თქვენი სახლი, როდესაც დალაგებულია; როგორი მშვიდი აურა და სუფთა სურნელი ტრიალებს და ჩათვალეთ, თქვენი სიზარმაცე უკან დაიხევს.  :)
  2. შეიქმენით განყობა და იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ დაგამშვიდებთ და გაგაბედნიერებთ წკრიალა სახლი. და პირიქით, როგორი უარყოფითად მოქმედებს თქვენს განწყობაზე მოუწესრიგებელი და ბინძური სახლი. :)
  3. იმისთვის რომ დალაგების პროცესში თავი მარტოდ არ იგრძნოთ, დაურეკეთ მეგობარს/ახლობელს, ტელეფონის სასაუბრო ჩართეთ მაღალ ხმაზე, ესაუბრეთ თქვენთვის საინტერესო თემებზე და ნახავთ, როგორი ენერგიულად შეუდგებით საქმეს. მეგობართან საუბარში სახლის დალაგება უფრო სასიამოვნო გახდება. :)
  4. მოიწვიეთ მეგობრები ვახშამზე.  მზად ხართ, ისინი მოუწესრიგებელ სახლში მიიღოთ? ალბათ, არა, მაშინ, ჯობია, საქმეს შეუდგეთ, რადგან თქვენი არეული სახლი ირგვლივმყოფებს თქვენზე შთაბეჭდილებებსაც შეაცვლევინებს და ვახშამიც უსიამოვნოდ ჩაივლის. J
  5. დაბოლოს, შეიძინეთ ახალი ნივთი თქვენი სახლისთვის და მიუჩინოთ ყველაზე თვალსაჩინო ადგილი! ეს თქვენს გარემოს ახალ ელფერს შესძენს და გაამხიარეულებს :)
     

მაშ ასე, თუკი ზემოთნახსენები სიზარმაცე შეგაწუხებთ, შეგიძლიათ, ეწვიოთ Mycleaner.ge-ს, გადახედოთ ჩვენს რჩევებს, გაითვალისწინოთ და რაც მთავარია, იზრუნოთ თქვენი გარემოს სისუფთავეზე!

 

 

 

error
Mycleaner.ge-ს რჩევები, ფანჯრების იდეალურად გასაწმენდად

იცით, რომელია დიასახლისებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საძულველი პროცედურა სახლის დალაგებისას? ალბათ, ყველა ერთხმად დაგვეთანხმებით, რომ ეს არის ფანჯრების წმენდა.  რატომ? იმიტომ, რომ დიასალისების 90% ამბობს, თუ რა ძნელია ფანჯრების წმენდა, მიაქვს ბევრი დრო და მიუხედავად ამდენი შრომისა, ლაქები მაინც არსად არ ქრება. გარდა ამისა, როგორი იდეალურადაც არ უნგა გააპრიალოთ თქვენი ფანჯრები, შესაძლოა, ერთმა წვიმამ წყალში ჩაგიყაროთ დამღლელი შრომა.

 

 თუმცა, თუკი Mycleaner.ge-ს რჩევებს გაითვალისწინებთ, დარწმუნდებით, რომ საქმე არც ისე ცუდად არის, როგორც გეჩვენებათ.

 

სისუფთავე დეტალებშია და თქვენც, სასურველი შედეგის მისაღწევად შემდეგი დეტალების გათვალისწინება მოგიწევთ:

 

  1. პირველ ყოვლისა, მინებს მშრალი ნაჭრით მოვაშოროთ არსებული მტვერი;

გაწმინდეთ მინის საწმენდი საშუალებით;

  1. ჩარჩო, რაფა გაწმინდეთ თბილი წყლით;
  2. ძალიან ეფექტურია ცარცით წმენდა, სველი რბილი ნაჭრით გაწმენდით შემდეგ, ბამბით წაუსვით ცარცის ფხვნილის ნაყენი, გაშრობის შემდეგ კი გაწმინდეთ მშრალი ნაჭრით;
  3. ასევე ეფექტურია როგორც მინისთვის ასევე ჩარჩოებისთვის ნიშადურიანი წყალი (1 სუფრის კოვზი + 1 ლიტრი წყალი);
  4. თუ გსურთ თქვენს ფანჯრებს სარკისებური ბზინვარება ქონდეთ შემდეგი ნაზავი გამოიყენეთ: 1 სუფრის კოვზი სახამებელი + 1 ლიტრი წყალი, ასევე ეფექტურია ძმარი;
  5. ბუზების ნაკვალევთან საბრძოლველად კარგია ნიშადურის სპირტისა და წყლის თანაბარი ნაზავი;
  6. თბილს წყალს + სპირტი, ძლიერ ჭუჭყს ადვილად აშორებს;

 

error
გაზაფხული, წვიმა და დალაქავებული ფანჯრები

გაზაფხულის დადგომასთან ერთად იწყება წვიმების სეზონიც და დიასახლისები დამეთანხმებიან, რომ წვიმის მოსვლა და ფანჯრებზე არაესთეტიკური  ლაქების წარმოქმნა ერთია. ფანჯრების წმენდა, კი მოგეხსენებათ, არც ისე სასიამოვნო პროცესია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მაღალ სართულებზე ცხოვრობენ.

სისუფთავე დეტალებშია და თქვენც, სასურველი შედეგის მისაღწევად შემდეგი დეტალების გათვალისწინება მოგიწევთ:

 

პირველ რიგში, მინებს მშრალი ნაჭრით მოვაშოროთ არსებული მტვერი;

გაწმინდეთ მინის საწმენდი საშუალებით;

ჩარჩო, რაფა გაწმინდეთ თბილი წყლით;

ძალიან ეფექტურია ცარცით წმენდა, სველი რბილი ნაჭრით გაწმენდით შემდეგ, ბამბით წაუსვით ცარცის ფხვნილის ნაყენი, გაშრობის შემდეგ კი გაწმინდეთ მშრალი ნაჭრით;

ასევე ეფექტურია როგორც მინისთვის ასევე ჩარჩოებისთვის ნიშადურიანი წყალი (1 სუფრის კოვზი + 1 ლიტრი წყალი);

თუ გსურთ თქვენს ფანჯრებს სარკისებური ბზინვარება ქონდეთ შემდეგი ნაზავი გამოიყენეთ: 1 სუფრის კოვზი სახამებელი + 1 ლიტრი წყალი, ასევე ეფექტურია ძმარი;

ბუზების ნაკვალევთან საბრძოლველად კარგია ნიშადურის სპირტისა და წყლის თანაბარი ნაზავი;

თბილს წყალს + სპირტი, ძლიერ ჭუჭყს ადვილად აშორებს;

error
კბილის პასტის გამოყენების სხვადასხვა მეთოდი

თუ ჩვენი კომპანიის ბლოგს ადევნებთ თვალყურს გეცოდინებათ, რომ გვაქვს საინტერესო რუბრიკა, რომელიც სხვადასხვა ნივთიერებების განსხვავებულ ამპლუაში გამოყენების შესაძლებლობებზე გიამბობთ, ამჟამად ჩვენი ინტერესის საგანი არც მეტი, არც ნაკლები კბილის პასტა გახდა, მოდი, ერთად ვნახოთ კიდევ რა დანიშნულებით შეიძლება კბილის პასტის გამოყენება, იმის გარდა, რომ მას პირის ღრუს ყოველდღიური ჰიგიენისათვის ვიყენებთ.

 

საიუველირო ნაწარმის გაწმენდა- თუ თქვენი ვერცხლის სამკაულები ძველებურად აღარ ბრწყინავენ და მათ სიშავე შეეპარათ, პირვანდელი იერის დაბრუნებაში კბილის პასტა დაგეხმარებათ, დაიტანეთ პასტა ნაკეთობაზე და ჯაგრისის რბილი მოძრაობით რამდენიმე წუთის განმავლობაში ყველა მხრიდან გაწმინდეთ, შემდეგ წყლის მეშვეობით მოაშორეთ პასტის კვალი.

 

ჩამჯდარი ლაქების ამოყვანა- კბილის პასტას ლაქების ამოყვანაც შეუძლია, წაუსვით დალაქავებულ ადგილას კბილის პასტა, თითის წრიული მოძრაობით, ცოტა ხნით გააჩეეთ, შემდეგ კი ქსოვილი ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.

 

ფეხსაცმლის წმენდა- თეთრი ფეხსაცმლის წმენდა ყველასთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს, ერთხელ ჩაცმაც კი აშავებს და მასზე არაესთეტიკურ კვალს ტოვებს, წაუსვით დასვრილ ადგილს კბილის პასტა, დაამუშავეთ ჯაგრისით, შემდეგ კი გაწმინდეთ.

 

საშხაპე კაბინის წმენდა- როგორც მოგეხსენებათ კაბინის კედლები წყლის წვეთების ლაქებს მალე იკიდებს, წაუსვით რბილ ღრუბელს კბილის პასტა და მოწმინდეთ საშხაპის კედლები, შემდეგ წყლით ჩამორეცხეთ.

 

სხვადასხვა ტიპის სუნის მოცილება ხელიდან- ნივრის, ხახვის, თევზის და სხვა სპეციფიკური მძაფრი სუნის მოცილებაში კბილის პასტა დაგეხმარებათ.

 

უთოს ზედაპირის წმენდა/ნაკაწრების მოშორება- კბილის პასტა დაიტანეთ ხელსახოცზე და ნაზად მოუსვით უთოს ზედაპირს, შემდეგ საგულდაგულოდ მოაშორეთ პასტის კვალი.

 

ნიჟარის და აბაზანის გაპრიალება-კბილის პასტა ნიჟარისა და აბაზანის წმენდაში დაგეხმარებათ. ის მათ ბზინვარებას შესძენს.

 

სარკის წმენდა- კბილის პასტა კარგად აპრიალებს სარკეს და მინის ზედაპირს. თხლად დაიტანეთ რბილ ქსოვილზე პასტა და გაწმინდეთ სარკე/მინა, შემდეგ საგულდაგულოდ მოაცილეთ კვალი.

 

 

 

error
აბაზანისა და ნიჟარის წმენდა

აბაზანის და ნიჭარის მოვლა ყველა დიასახლისისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს, ხშირად ჩნდება ლაქები, ეს კი დამეთანხმებით რომ არაესთეტიკური სანახავია, იმისათვის რომ თქვენს ნიჟარას/აბაზანას არ გაუჩნდეს ლაქები, აუცილებელია მათი სისტემატური და სწორი წმენდა, აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება აბაზანის/ნიჟარის მასალას და ამის შემდეგ უნდა შევარჩიოთ საჭირო საწმენდი საშუალება, ეს იქნება ქიმიური ხსნარები თუ ჩვენ მიერ დამზადებული ბუნებრივი საშუალებები.

 

ემალის აბაზანა/ნიჟარა- აბაზანის ყველაზე გავრცელებული მასალაა ემალი, დამერწმუნებით, რომ ის ზედმეტად მგრძნობიარე მათეთრებელი საშუალებების მიმართ, ემალზე მოყვითალო ფერის ლაქებს აჩენენ და დახმარების ნაცვლად საქმეს გვირთულებენ. შეიძინეთ ისეთი საწმენდი საშუალებები, რომლებიც არ შეიცავენ მათეთრებელს, ემალის აბაზანის წმენდა ჭურჭლის სარეცხი საშუალებით და შამპუნითაც შეგიძლიათ, კვირაში ერთხელ კი დეზინფექციის მიზნით სოდა მოაყარეთ და ნაზი მოძრაობით მოხეხეთ. ემალზე უკვე წარმოქმილ ლაქების მოშორებაში დაგეხმარებათ- სოდისა და წყალბადის ზეჟანგის ნარევი. მოამზადეთ ფაფისებრი მასა და დაიტანეთ დალაქავებულ ადგილას, ცოტა ხნით გააჩერეთ, შემდეგ რბილი ღრუბლით მოწმინდეთ და წყლით ჩამორეცხეთ.

 

აკრილის აბაზანა(ორგანული მინის) აბაზანა – აკრილის მასალა, შედარებით რბილი და მგრძნობიარეა. თუ თქვენი აბაზანა აკრილისაა, მის გასაწმენდად არ გამოიყენოთ უხეში სახეხი მასალა, ეცადეთ ის გაწმინდოთ რბილი ღრუბლის და ჭურჭლის სარეცხი საშუალების დახმარებით, აღსანიშნავია ისიც, რომ აკრილის აბაზანას ხშირი წმენდა სჭირდება, რათა ლაქებმა და ჭუჭყმა არ ჩაიბუდოს. მის გასაწმენდად გამოიყენეთ ძმრის და წყლის ნარევი, შემდეგ კი ცხელი წყლით საგულდაგულოდ მორეცხეთ.

 

ფაიფურის აბაზანა/ნიჟარა- მის გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური საწმენდი სადეზინფექციო სითხე. მოასხით ის ლაქებს  და ცოტა ხნით გააჩერეთ. შემდეგ მის დასამუშავებლად გამოიყენეთ ღრუბელი, არ დაგავიწყდეთ ხელთათმანების და პირბადის გამოყენება.

error
საშხაპე კაბინის მოვლა

სააბაზანო ოთახის ფუნქციონალურად და კომფორტულად მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. ზოგს აბაზანა და ე.წ ჯაკუზი მოსწონს, ზოგი კი საშხაპე კაბინებს ანიჭებს უპირატესობას. კაბინა სივრცის დაზოგვაში გვეხმარება, უამრავი სახეობის საშხაპე არსებობს, ფუნქციურად დატვირთული, სადა, შუშის, ე.წ პლასტმასის კარით. იმისათვის რომ თქვენმა საშხაპე კაბინამ დიდხანს გაძლოს და ვიზუალურადაც ესთეტიკურად გამოიყურებოდეს საჭიროა მისი სისტემატიური მოვლა, აუცილებელია მისი ჩამოწმენდა ყოველი ბანაობის შემდეგ და მისი ძირფესვიანი დასუფთავება სპეციალური ხსნარებით ან თქვენ მიერ მომზადებული ბუნებრივი ნარევებით კვირაში 1-ხელ. მოგეხსენებათ შუშას წლის წვეთების ლაქები ადვილად უჩნდება, ღრმად ჩამჯდარი ლაქების მოცილება კი მეტ დროს და ენერგიას წაგართმევთ.

 

კაბინის გასაწმენდად მხოლოდ საშხაპე კაბინისთვის განკუთვნილი საწმენდი საშუალებები გამოიყენეთ,  არ იხმაროთ ქლორი  და კაფელისა და მეტლახის საწმენდი საშუალებები, ასევე არ გამოიყენოთ უხეში ჯაგრისები. ქლორის მაღალი შემცველობა დააზიანებს თქვენს კაბინას, დაუკარგავს თავდაპირველ იერს, გააჩენს სპეციფიკურ ლაქებს. სპეციალური საწმენდი საშუალებები  შეიცავენ დამცავ ნივთიერებებს, ამიტომ გაწმენდის შემდეგ კაბინა უფრო დიდხანს ინარჩუნებს სისუფთავეს.

 

გირჩევთ, რომ შეიძინოთ რეზინისთავიანი შუშების საწმენდი მოწყობილობა, რომლითაც ყოველი დაბანის შემდეგ ჩამოწმენდთ კაბინის კედლებს, ასე თავიდან აირიდებთ წყლის წვეთების წარმოქმნას და შემდეგ მათს დალექვას მინის ზედაპირზე.

 

გამუდმებული სისველის, ნესტისა და სითბოს გამო კაბინის კედლის ღრიჭოებში ობი ჩნდება. ეს რომ არ მოხდეს, კაბინა ყოველი ბანაობის შემდეგ უნდა გაანიავოთ. წმენდის დროს კი ყოველთვის გულდასმით გაასუთავეთ კუთხეები. გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ყოველდღიურ მოვლას შეუძლია რთულად მოსაცილებელი ჭუჭყის თავიდან აცილება.

 

აუცილებელია საშხაპე „ყურმილის“ მოვლა, როგორც ვიცით წყალს, ხანდახან, ქვიშა და ნალექი მოყვება, იმისათვის რომ წყლის ნაკადი არ შემცირდეს მოხსენით ყურმილი და გაწმინდეთ ქვიშისგან, შეგიძლიათ ცოტა ხნით გააჩეროთ ძმარში. ძმარი კარგად აცილებს ჟანგსაც.

 

რაც შეეხება თქვენ მიერ შექმნილ ბუნებრივ საშუალებებს- გააკეთეთ სოდის, ლიმონის წვენის, ვაშლის ძმრის და წყლის ნაერთი ჩაასხით სპრეითავსახურიან ბოთლში და შეასხურეთ კაბინის კედლებს. პროპორციები:  1 ჭიქა თბილი წყალი, 2 სუფრის კოვზი სოდა ნახევარი ჭიქა ვაშლის ძმარი და ორი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი(შეგიძლიათ ლიმონის მჟავის გამოყენებაც), ცოტა ხნით დააყოვნეთ შემდეგ კი საგულდაგულოდ ჩამოწმინდეთ.

 

error
როგორ უნდა გარეცხოთ სწორად ხილი და ბოსტნეული

სამეცნიერო ჟურნალში The Journal of Agricultural and Food Chemistry გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც წერია, რომ ხილის და ბოსტნეულის მხოლოდ წყალში გარეცხვა საკმარისი არ არის და რომ პესტიციდების მოსაშორებლად გაცილებით ეფექტიანია 12-15 წუთით ხილის და ბოსტნეულის საჭმლის სოდით გაზავებულ წყალში გაჩერება.

 

აღმოჩნდა, რომ ასეთი რჩევისთვის კვლევა დასაბუთებული არ არის: მასში შესწავლილია მხოლოდ ორი პესტიციდი, სინამდვილეში პრაქტიკაში გაცილებით მეტ პესტიციდს იყენებენ; კვლევაში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ პესტიციდების რაოდენობა, რაც ჩვეულებრივი გარეცხვის შემდეგ რჩება, ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მაშინ როცა დოზა ასეთ დროს მნიშვნელოვანია; პესტიციდების ნაწილი მაინც აღწევს ხილის და ბოსტნეულის შიგთავსში და მათი გარეცხვა შეუძლებელია; კვლევა ეხება მხოლოდ ვაშლს.

 

მაგრამ ამ ფონზე იმის თქმა, რომ სჯობს ორგანული (ბიო) პროდუქტების ყიდვა, არასწორია, რადგან სადავოა ის, რომ ისინი ჩვეულებრივ პროდუქტზე უკეთესია. ჯერ ერთი, ბიოპროდუქტები ზოგჯერ ჩვეულებრივ პესტიციდებს შეიცავს, რომლებიც, როგორც ჩანს ქარს მოაქვს ან გრუნტის წყლებს მოყვება. მეტიც, როდესაც ასეთ ხილს და ბოსტნეულს ზრდიან, პესტიციდებს იყენებენ, უბრალოდ "ნატურალურს" ანუ არასინთეზირებულს ადამიანის მიერ. თუმცა ვერავინ ამტკიცებს რომ ისინი ყოველთვისუფრო უსაფრთხოა.

 

მეორეც, სპეციალისტები ამბობენ, რომ არ შეიძლება იმის თქმა, თითქოს ბიოპროდუქტები განსაკუთრებით მდიდარია რაიმე სასარგებლო ნივთიერებებით, მაგრამ ასეც რომ იყოს, არ არის ბოლომდე ცხადი, რამდენად ძლიერი გავლენა აქვს მას ჯანრთელობაზე. ანუ ორგანული პროდუქტების ყიდვა-არყიდვა თითოეული ადამიანის პირადი არჩევანია, თუმცა ექიმების რეკომენდაცია, რომ ისინი ჩვეულებრივ პროდუქტზე ნაკლებად მავნეა ან კარგი გავლენა აქვს, არ არსებობს.

 

რაც შეეხება ხილის და ბოსტნეულის სწორად გარეცხვას, ამერიკის საკვებ პროდუქტსა და წამლებზე კონტროლის ფედერალური სააგანეტოს (FDA) რჩევაა, ისინი გამდინარე წყალში საჭმლის მომზადებამდე ან გამოყენებამდე გარეცხოთ. თუ ზედაპირი მკვრივია, შეიძლება ჯაგრისის გამოყენება ან უბრალოდ კარგად გახეხვა. ეს ყველაფერი საჭიროა არამხოლოდ იმიტომ, რომ პესტიციდები პოტენციურად საშიშია, არამედ ბაქტერიების და ვირუსების მოსაშორებლად, რომელთაგან ზიანი გაცილებით ცხადია, ვიდრე პესტიციდებისაგან. FDA საწმენდი გელის და ქაფების გამოყენების წინააღმდეგია; ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახური სარეცხი საშუალებების გამოყენებას ბოსტნეულის და ხილის რეცხვისთვის პირდაპირ კრძალავს.

 

პროდუქტის გათლასაც თუ აპირებთ, ის მაინც უნდა გარეცხოთ, რომ ჭუჭყიანი ზედაპირიდან ბაქტერიები არ მოხვდეს იმ ნაწილზე, რომლის ჭამასაც აპირებთ. გარეცხვის შემდეგ ბოსტნეული და ხილი ყოველთვის გაამშრალეთ სუფთა საფენით, რადგან ნოტიო ზედაპირი ბაქტერიებისთვის კომფორტულია.

imedi

error
რამდენ ხანში ერთხელ უნდა გამოიცვალოს თეთრეული?

„ადამიანი ყოველწლიურად ლოგინში 117 ლიტრამდე ოფლს გამოყოფს. შესაბამისად, ცხელი და ნესტიანი კლიმატის პირობებში ლოგინის თეთრეული შეიძლება სოკოვანი დაავადებებისა და ბაქტერიების ორანჟერეად იქცეს“-  ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი ფილიპ ტიერნო.

 

ლოგინის თეთრეული და მისი რეცხვა ადამიანის პირადი ჰიგიენის შემადგენელი ერთ-ერთი ძირითადი ასპექტია. მეცნიერის თქმით, თუ თეთრეულის გარეცხვა შეგაგვიანდათ, ზეწრებისა და ბალიშების ნაკეცებში ჩაბუდებულმა ბაქტერიებმა შესაძლოა, სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს, მაგალითად კანის დერმატო-ალერგიული პრობლემები და სასუნთ გზებთან დაკავშირებული პრობლემები.

 

ეს თვალისთვის უხილავი, მაგრამ ძალიან საშიში პროცესი რომ შეაჩეროთ, სასურველია, ლოგინის თეთრეული კვირაში ერთხელ გარეცხოთ.

 

ლოგინის თეთრეულში სოკოვანი დაბინძურების დონის დასადგენად ჩატარებული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ბუმბულისა და სინთეტიკისგან დამზადებულ ბალიშებში, რომლებიც ადამიანს, საშუალოდ, 11-დან 20 წლამდე ემსახურება, სოკოს 16 ნაირსახეობა ბუდობს და ეს მხოლოდ თქვენი მიკრობიოლოგიური გარემო არ გახლავთ.

 

სოკოს სპორებსა და ბაქტერიებთან ერთად, რომლებსაც ოფლი, ნერწყვი და კანის უჯრედები შეიცავს, ლოგინს „გარედან“ მოტანილ მიკრობებთან ერთად იზიარებთ. ესაა ცხოველების ბეწვი, მცენარეების მტვერი და ა.შ.

 

ტიერნოს თქმით, კვირის მანძილზე ლოგინის თეთრეულში დაგროვილი მტვერი სხვადასხვა დაავადებების გამომწვევი ფაქტორია. ასეთ გარემოში ხანგრძლივად ყოფნის პირობებში ადამიანს შეიძლება, დროთა განმავლობაში ალერგია განუვითარდეს.

 

არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც თქვენი ზეწარი სწრაფად ჭუჭყიანდება და მას თქვენი ცხოვრების სტილთან არავითარი საერთო არ აქვს. ამის მიზეზი თქვენი ქვეშაგების განსაკუთრებული თვისებაა, რომელსაც ჰაერიდან მიკრონაწილაკების მიზიდვა შეუძლია. ორი კვირა საკმარისია, რომ ასეთი ქვეშაგების პატრონს ყელი ასტკივდეს. პრობლემები განსაკუთრებით ალერგიისკენ და ასთმური დაავადებებისკენ მიდრეკილ ადამიანებს შეექმნებათ.

error
მაცივრის წმენდა-მარტივი, ეკონომიური და უსაფრთხო მეთოდი

ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ, რომ მაცივარში, ხანდახან არასასიამოვნო სუნი დგას. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს- გაფუჭებული პროდუქტები, მძაფრარომატიანი პროდუქტების ერთად შენახვა, მაცივრის არასათანადო წმენდა და სხვ.

 

იმისთვის, რომ მაცივარში არასასიამოვნო სუნის წარმოქმნას თავი აარიდოთ:

 

-ხშირად შეამოწმეთ პროდუქტები, რომლებიც მაცივარში დევს. გამოიღეთ ყველა პროდუქტი, რომელიც მაცივარში გიწყვიათ და ყურადღებით დააკვირდით. გადაყარეთ გაფუჭებული პროდუქტები.

 

-სწორად შეინახეთ პროდუქტები. შეიანახეთ პროდუქტები ცალკე კონტეინერებში, რომლებიც ჰერმეტულად იქნება დაცული. ამის წყალობით თავიდან აიცილებთ უსიამოვნო სუნს.

 

-მაცივარში შეინახეთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც უსიამოვნო სუნს გაანეიტრალებენ, მაგალითად ლიმონი,  ფორთოხლის კანი/ცედრა და ვანილი.

 

-გამორთეთ მაცივარი  და კარგად გაწმინდეთ.

 

ჩვენ გასწავლით მაცივრის წმენდის მარტივ, ეკონომიურ და უსაფრთხო ხერხებს, რომლებიც თავიდან აგარიდებთ ზედმეტ ხარჯებს, ქიმიური ნივთიერებების გამოყენების აუცილებლობას და თქვენს მაცივარს ახლებურ იერს დაუბრუნებს:

 

-ცოტაოდენი წყლის, ვაშლის ძმრის, ლიმონის წვენის და სოდის ნარევი უნივერსალური საწმენდი საშუალებაა. პირობითად 1 ჭიქა წყალს შეურიეთ ¼ ძმარი, 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა. მიღებული ნარევი კარგად გახსენით, ჩაასხით სპრეითავსახურიან ბოთშლი და მოაპკურეთ მთელს მაცივარში, ცოტა ხნით დააყოვნეთ და შემდეგ შეუდექით წმენდას.

 

-დიდი ზომის ლაქების ამოსაყვანად გამოიყენეთ თეთრი ფერის კბილის პასტის და სოდის ნაერთი; კბილის პასტა შეიცავს მცირეოდენ აბრაზიულ (სახეხ) ნივთიერებას, რაც ხელს უწყობს ზედაპირის გაპრიალებას და ამასთანავე, აქრობს უსიამოვნო სუნს.

 

-საგულდაგულოდ გარეცხეთ ბოსტნეულის შესანახი რეზერვუარი, მოაყარეთ სოდა, კარგად გახეხეთ და გამდინარე წყალში გაავლეთ.

 

error
რთულად ამოსაყვან ლაქებთან ბრძოლის მარტივი მეთოდი

რთულად ამოსაყვან  ლაქებს ძლიერმოქმედ ამომყვან საშუალებებს უპირისპირებენ ეს კი, ხშირ, შემთხვევაში ქსოვილს აზიანებს და ფერსაც ახუნებს. ჩვენ გასწავლით როგორ ებრძოლოთ ლაქებს სწრაფად, უსაფრთხოდ, ხარისხიანად და ეკონომიურად.

ყველაზე ხშირად ცხიმის ლაქის ამოყვანა წარმოადგენს დიდ და რთულად აღმოსაფხვრელ პრობლემას.

 

ქსოვილიდან ცხიმის ლაქის ამოყვანა:

1) დალაქავებულ ადგილზე ორივე მხრიდან მოაყარეთ წმინდად დაფხვნილი ცარცი. შემდეგ ორივე მხრიდან დააფინეთ სუფთა ქაღალდი და რაიმე სიმძიმე დაადეთ. ასე დატოვეთ მთელი ღამით. დილას ქსოვილი ჯერ – ცივი წყლით, შემდეგ კი ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.

2) ქსოვილიდან ცხიმის ამოყვანა ბავშვის ტალკითაც შესაძლებელია. დალაქავებულ ადგილს მოაფრქვიეთ ტალკი, დააფინეთ ქაღალდი, რომელიც ცხიმს კარგად შეიწოვს (ხელსახოცი ან ტუალეტის ქაღალდი) და საშუალო სიმხურვალის უთო რამდენჯერმე გაუსვით.

4) ცხიმის ლაქაზე მოაყარეთ საჭმლის სოდა და დალაქავებული ადგილი კარგად დასრისეთ. შემდეგ სუფთა ტილოთი კარგად გაწმინდეთ და ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.

5) დალაქავებულ ადგილზე დააფინეთ ქაღალდის ხელსახოცი და დაადეთ ცხელი უთო. ცხიმის ლაქა ქსოვილიდან ხელსახოცზე გადმოვა. ასე თუ რამდენჯერმე გაიმეორებთ და შემდეგ ქსოვილს გულმოდგინედ გავრეცხავთ, ცხიმის ლაქის კვალიც აღარ დარჩება.

 

დეოდორანტის ლაქის მოშორება:

1) დალაქავებული ადგილი დაასველეთ, დაასხით „ფეირი“ და სქელი ქაფის წარმოქმნამდე დაამუშავეთ. ცოტა ხნით გააჩერეთ და ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.

2) სარეცხის ფხვნილისგან დაამზადეთ ნარევი: 2 სუფრის კოვზ სარეცხის ფხვნილს დაასხით 1 სუფრის კოვზი თბილი წყალი და კარგად მოურიეთ. „ფაფა“ წაუსვით დალაქავებულ ადგილზე და 6-8 საათის განმავლობაში ასე დატოვეთ. ამის შემდეგ ტანსაცმელი გაავლეთ ცივ წყალში და შემდეგ ჩვეულებრივი მეთოდით გარეცხეთ.

3) დეოდორანტის ლაქებს ეფექტურად ებრძვის სოდა. სოდისა და წყლისგან გააკეთეთ „ფაფა“ და პრობლემურ ადგილზე კარგად წაუსვით. ასე დატოვეთ რამდენიმე წუთით. შემდეგ ჯერ – თბილი წყლითა და საპნით, მერე კი ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.

4) დეოდორანტის ლაქების ამოყვანა განსაკუთრებით რთულია მუქი ფერის ტანსაცმელზე. ამ შემთხვევაში დალაქავებული ადგილი ძმრით კარგად დაამუშავეთ და მთელი ღამით დატოვეთ. დილას ქსოვილი ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ. მუქი ტანსაცმლის შემთხვევაში ეფექტურია არაყიც. დალაქავებული ადგილი, ძმრის ნაცვლად, არაყში დაასველეთ და, მთელი ღამის ნაცვლად, ერთი საათით გააჩერეთ.

 

ვერცხლის ნაკეთობის წმენდა:

ვერცხლის ჭურჭელს და ნაკეთობებს სიშავეს და ლაქებს კარგად წმენდს და აპრიალებს ცივის წყლის და ნიშადურის სპირტის ნარევი, ასევე კბილის პასტა და სოდა.

 

საღეჭი რეზინი ტანისამოსზე ან ხალიჩაზე:

როდესაც საღეჭი რეზინი მიგეკრობათ მისი მოშორება ხელით არ სცადოთ. თავდაპირველად ყინულის ნაჭერი წაუსვით ცოტა ხნით გააჩერეთ და საღეწი რეზინი უკვალოდ მოცილდება თქვენს ქსოვილს.

 

როგორ ამოვიყვანოთ ქსოვილიდან წითელი ღვინო

დალაქავებულ ადგილს მაშინვე თეთრი ღვინო დაასხით და ქაღალდის ხელსახოცით კარგად გაწმინდეთ. თუ თეთრი ღვინო ხელთ არ გაქვთ, მისი ჩანაცვლება შესაძლებელია მინერალური წყლით ან მარილით.