info@mycleaner.ge032 2 47 67 07+995 579 00 00 38 +995 579 00 00 38
error
უნივერსალური საწმენდი ხსნარი, რომელიც სახლის პირობებში მზადდება

ყველა დიასახლისი ცდილობს, რომ მისი სახლი იდეალურად სუფთა იყოს. აპრიალებს სარკეებს, ავეჯის ზედაპირებს, სამზარეულოს ტექნიკას, აბაზანის კედლებს და სხვ. ისინი ამისთვის სხვადასხვა სახეობის ქიმიურ საშუალებებს იყენებენ.

 

ყველა თანხმდება, რომ ქიმიური საშუალებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის მავნეა, მით უმეტეს თუ ის უხარისხოა.

 

ვისაც სახლში პატარა ბავშვები გყავთ დამერწმუნებით, რომ ისინი ყველაფერს ედებიან, ხელს კიდებენ ხსნარებით დამუშავებული ავეჯის ზედაპირსს, სარკეს, ფანჯრებს, შემდეგ კი ხელებს პირში იდებენ. 

 

Mycleaner.ge გასწავლით უნივერსალური ხსნარის შექმნის ძალიან მარტივ საიდუმლოს, რომელიც სახლის პირობებში მზადდება, ეკონომიურია, ეფექტურია, ბუნებრივია და რაც მთავარია უსაფრთხოა ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის.

 

ხსნარის გასაკეთებლად დაგჭირდებათ:

 

სოდა, თბილი წყალი და ბოთლი, რომელსაც ”შესასხურებელი” ექნება(ე.წ სპრეი თავსახური) ასევე რბილი ქსოვილი ან ღრუბელი საწმენდად.

 

მომზადების წესი:

 

4 სუფრის კოვზს სოდას შეურიეთ 1/2 ჭიქა თბილი წყალი, ჩაასხით ბოთლში, კარგად შეანჯღრიეთ და ვუალა! ჯადოსნური ხსნარი მზად არის! 

error
„Mycleaner.ge“-სა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დასუფთავების კომპანია „Mycleaner.ge“-სა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 ხელშეკრულებას ხელი კომპანია „Mycleaner.ge“-ის დირექტორმა, გვანცა გუჯელაშვილმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ მოაწერეს.

  დოკუმენტის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს  „Mycleaner.ge“-ში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლისა და ასევე, დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.   მემორანდუმის მიზანი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტთა დასაქმება და შრომის ბაზარზე კვალიფიციური კადრების გაზრდაა.

 

 დასუფთავების კომპანია  „Mycleaner.ge“-ის დირექტორის, გვანცა გუჯელაშვილის თქმით,  კომპანიის მიზანი სტუდენტთა დასაქმება და შრომის ბაზარზე მაღალკვალიფიციური კადრთა რიცხვის გაზრდაა.

 „კომპანია „Mycleaner.ge“-ს მიზანი მონდომებული და შრომაზე ორიენტირებული კადრების მოზიდვაა. ზოგადად, ბაზარზე ძალიან ჭირს პროფესიონალი კადრების მოძიება, ამიტომ ამ მემორანდუმს კარგი მოლოდინებით ვუყურებთ, რადგან თავად უნივერსიტეტის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს,  მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების ჩვეს კომპანიაში სამუშაოდ გამოგზავნას. უნივერსიტეტის რეკომენდაცია კი, ჩვენთვის, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იქნება. კომპანია „Mycleaner.ge“ კი ყოველთვის მზად არის, დაეხმაროს სტუდენტებს, კარიერულ განვითარებასა და წარმატების მიღწევაში,“-განაცხადა გვანცა გუჯელაშვილმა.

  

 კომპანიის მხრიდან მემორანდუმის გაფორმების ინიციატივა დადებითად შეაფასა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ. მისი თქმით, კერძო სექტორის მხრიდან დასაქმების მაჩვენებლის ზრდაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 „მსგავსი ინიციატივები კერძო სექტორის მხრიდან განსაკუთრებით გვახარებს და მისასალმებელია, რომ მომავალი თაობისთვის სამუშაო ადგილების შექმნაზე ზრუნავთ; ვფიქრობ, ეს სტუდენტებისთვის დიდი სტიმული იქნება,“- განმარტა გიორგი შარვაშიძემ.

 

 ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან „OKGROUP“- ში შემავალმა სხვა კომპანიებაც : საადვოკატო ბიურო „OK&CG“-მ, ტურისტულმა კომპანია „Oktravel.ge“-მ და უძრავი ქონების სააგენტო „Myclient.ge“-მაც გააფორმა.

 

error
რა არ უნდა მივირთვათ საუზმეზე

საუზმე ჩვენი დღის რაციონის ერთ-ერთი აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილია. საუზმე უნდა იყოს მსუბუქი და ჯანსაღი. ექიმები და დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ დილა უნაყროდ არ  დავიწყოთ, მით უმეტეს, თუ სახლიდან გვიწევს გასვლა. მშიერ ორგანიზმს ვირუსები და ბაქტერიები ადვილად უმკლავდებიან. მშიერ ადამიანს საქმეზე კონცენტრაციაც უჭირს, ასე რომ ეცადეთ არ გამოტოვოთ საუზმე და თქვენი რაციონი გაამდიდრეთ რაც შეიძლება მეტი ჯანსაღი პროდუქტით.

 

ზოგი პროდუქტის მიღება უზმოზე არარეკომენდებულია, ზოგი მათგანი კუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებს, ზოგი მჟავა-ტუტოვან წონასწორობას არღვევს, ზოგი კი ხელს უწყობს ისეთი დაავადებების აღმოცენებას, როგორებიცაა გასტრიტი (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება) და შაქრიანი დიაბეტი.

 

რაც შეეხება პროდუქტებს, რომელთა მირთმევაც საუზმეზე არ არის მიზანშეწონილი:

 

ბანანი - იმიტომ მოხვდა აკრძალული პროდუქტების სიაში, რომ მდიდარია მაგნიუმით, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ახდენს გავლენას. უზმოზე ბანანის დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა კალციუმ-მაგნიუმის ბალანსი დაარღვიოს და გულ-სისხლძარღვთა სისტემას გარკვეული პრობლემები შეუქმნას.

 

ციტრუსები - უზმოზე არ შეიძლება ფორთოხლის, ლიმონისა და მანდარინის ჭამა ასევე მოერიდეთ ფეიხოასაც. მოგეხსენებათ ციტრუსები ალერგიულ რეაქციებს იწვევს, რიგ ადამიანებში.  მათი მჟავიანობა კი გასტრიტის განვითარებას უწყობს ხელს.

 

უმი ბოსტნეული - უხვად შეიცავს მჟავებს, რომლებიც აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს, შესაბამისად, საუზმედ მირთმეულმა პომიდორმა, ჭარხალმა ან კომბოსტომ შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას იმ პირებს, რომლებსაც დარღვეული აქვთ საჭმლის მომნელებელი სისტემა.

 

შოკოლადი- არ გირჩევთ შოკოლადის მირთმევას უზმოზე. ტკბილი წვენი კუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებს და ავითარებს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს.

error
როგორ გავასუფთავოთ ნიჟარა და როგორ გავაქროთ უსიამოვნო სუნი

ალბათ, ბევრ დიასახლისს უგრძვნია უსიამოვნო სუნი, რომელიც სამზარეულოს ან აბაზანის ნიჟარადან ამოდის, ან შეგიმჩნევიათ, რომ წყალი კარგად არ გადის. თქვენ, მაშინვე ქიმიურ საშუალებებს ასხამთ და ცდილობთ ამ გზით გაწმინდოთ მილები. თუ თქვენ უპირატესობას დასუფთავების ნაკლებქიმიურ და ბუნებრივ გზებს ანიჭებთ უპირატესობას, მაშინ ჩვენი რჩევები გაითვალისწინეთ. ასე თქვენ გაუფრთხილდებით გაჯმრთელობასაც, ბიუჯეტსაც და გარემოსაც, რომელსაც ქიმიური საშუალებები აზიანებენ.

 

მაშ ასე, თქვენ ამ საოცარი საწმენდი ნივთიერების მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

 

-ნახევარი ჭიქა ლიმონის წვენი

 

-ნახევარი  ჭიქა სოდა

 

-ადუღებული წყალი

 

გაცხელეთ ლიმონის წვენი და შეურიეთ სოდა.  გააკეთეთ ფაფისებრი მასა, ეცადეთ სოდის გრანულები ბოლომდე გახსნათ, რათა არ დაიკაწროს ნიჟარის ზედაპირი.  ნაწილი ნიჟარას მოასხით ნაწილი კი მილში ჩაასხით, ფრთხილად მოხეხეთ ზედაპირი. ასე გააჩერეთ, დაახლოებით 10-15 წუთი, რათა მილებს კარგად მოედოს ნარევი.  შემდეგ კი მილში ადუღებული წყალი ჩაასხით.

error
რა სანიტარულ ნორმებს უნდა აკმაყოფილებდნენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები

ჩვენი შვილების ჯანმრთელობა გარემო პირობებზეა დამოკიდებული. ეს არის სახლი და მასში არსებული მიკროფლორა, რაიონი, რომელშიც ვცხოვრობთ, ეზო, რომელშიც ჩვენს შვილებს უწევთ თამაში, ჰაერი, რომელსაც ჩვენი შვილები სუნთქავენ, საკვები, რომელსაც მიირთმევენ, სამედიცინო პრეპარატები, რომლებსაც მოიხმარენ და სხვ.

 

ბავშვის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა ჰიგიენური ნორმების დაცვაა, პატარა ასაკიდანვე უნდა მიეჩვიოს ბავშვი იმ შაბლონურ ნორმებს, როგორებიცაა, პირის ღრუს ჰიგიენა, ხელების ხშირი ბანვა, ძილის წინ აბაზანის მიღება, სუფთა თეთრეულის ტარება და სხვ. ამ ყველაფერს ჩვენ უზრუნველვყოფთ და ვცდილობთ ბავშვებიც მივაჩვიოთ დამოუკიდებლად მოქმედებას.

 

როდესაც ბავშვს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ასაკი მოსდის ის ახალ გარემოს ახალ ადამიანებს და ახალ ნორმებს ეგუება. ხშირად, ბავშვისთვის რთულია ახალ სამყაროსთან ადაპტაცია, ეს გამოიხატება, როგორც ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შეცვლით, ასევე, იმუნური სისტემის დაქვეითებითაც.

 

ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ბაგა-ბაღებში მიყვანის შემდეგ თქვენი შვილი უფრო ხშირად ავადობს, „მოაქვს“ ახალ-ახალი ვირუსული ინფექციები, უჩნდება ზედა სასუნთქი გზების დაავადებები, მაგალითად, როგორებიცაა, რინიტი(სურდო),  ტონზილიტი(ყელის), ლარინგიტი(ხორხის). ასევე, ხშირია, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციებიც-ბრონქიტი(ბრონქების ანთება)  და პნევმონია(ფილტვეის ანთება). რა არის ამისი მიზეზი? ზოგადად, რესპირატორული დაავადებები ჰაერწვეთოვანი გზით გადადის და როდესაც, ერთ ჯგუფში ბევრი პატარა ბავშვია თავმოყრილი ძალიან ადვილად ხდება ერთი ბავშვიდან მეორე ბავშვზე ინფექციის გავრცელება. (გრიპის საწყისი ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში, მშობელმა შვილი  არ უნდა მიიყვანოს ბაღში, ამით საფრთხეს უქმნის სხვა ბავშვებსაც)

 

სანამ ბავშვი იმუნიტეტს გამოიმუშავებს, ხშირად მსმენია მშობლებისგან - „ერთი დღე მივიყვან ბაღში, ავად გახდება და შემდეგ, 1 კვირა სახლში მყავს“, ეს ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ ვირუსებთან „ბრძოლა“ რაღაც დოზით, მაინც, შესაძლებელია. ამისი პრევენცია საბავშვო ბაღმა და ბაგა-ბაღების გაერთიანებამ ერთობლივი ძალებით უნდა მოახდინონ.

 

ჩვენი პოზიცია ასეთია:

 

-ოთახი, სადაც აღსაზრდელები იმყოფებიან მუდმივად უნდა ნიავდებოდეს, მაგრამ უნდა გაკონტროლდეს ე.წ „ორპირი“ ქარის შემთხვევა, რათა არ მოხდეს ბავშვების გაციება.

 

-კვირაში ერთხელ მაინც უნდა ხდებოდეს ოთახის და სათამაშოების დეზინფექცია, სპეციალური ხსნარებით, სპეციალური კომპანიის მიერ.

 

-სათამაშოები, უნდა იყოს ნატურალური და ჯანმრთელი, უნდა დაინერგოს ხის სათამაშოების მასობრივად შემოღების პრაქტიკა.

 

-ყოველდღიურად, სანამ სასწავლო პროცესი დაიწყება სათამაშოები (რბილის გარდა) უნდა ირეცხებოდეს თბილ წყალში და ჰაერზე შრებოდეს.

 

-ყოველ დილით და ყოველ საღამოს იატაკები სველი წესით უნდა იწმინდებოდეს, რა თქმა უნდა დაუშვებელია ქიმიური ნივთიერებების გამოყენება(მოგეხსენებათ ბავშვები ძირს თამაშობენ და შემდეგ ხელებს პირში იდებენ)

 

-მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, რომ ბავშვებს სუფთაძირიანი ოთახის ფეხსაცმელები ეცვათ.  პედაგოგები, აუცილებლად ბახილებით უნდა დადიოდნენ, ასევე დაუშვებელია მშობლის ჯგუფში შესვლა ბახილების გარეშე.

 

-ყოველ დილით საბავშვო ბაღის ექიმის მიერ ოთახში შესვლამდე მშობლის თვალწინ უნდა მოწმდებოდეს ბავშვის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა. რომელ ბავშვსაც ექნება გამოხატული გრიპის ან სხვა ვირუსული თუ ინფექციური დაავადების ნიშნები, არ უნდა იქნეს დაშვებული  სასწავლო პროცესზე.

 

-ექიმი ყოველდღიურად უნდა ამოწმებდეს ბავშვის თმებს, თუ ბავშვს აღმოაჩნდა პარაზიტი(ტილი) აუცილებლად უნდა იქნეს მშობელი გაფრთხილებული. მოგეხსენებათ პარაზიტები უშუალო კონტაქტით გადადიან. ამის პრევენცია მალევე უნდა მოხდეს, რათა თავიდან იქნეს აცილებული „ეპიდემიური“ სურათი.

 

-აღმზრდელებმა და პედაგოგმა უნდა უზრუნველყონ ბავშვებისთვის ხელების ხშირი ბანვა.  წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 37 გრადუსი. რა თქმა უნდა ხელის შემშრალება ერთჯერადი ხელსახოცით უნდა ხდებოდეს. საპონი, რომლითაც ბავშვები ხელებს იბანენ არ უნდა შეიცავდეს პარაბენებს და მავნე ნივთიერებებს, ის, აუცილებლად უნდა იყოს თხევადი და სპეციალურ  სენსორულ აპარატში ისხმებოდეს.

 

-საპირფარეშოს ქაღალდი აუცილებლად რბილი უნდა იყოს, დაუშვებელია მუქი ფერის ქაღალდის გამოყენება.

 

-„უნიტაზის“ ბაკში სპეციალური ხსნარი(ნაკლებქიმიური)  უნდა იყოს ჩასხმული, ის  ყოველი ჩარეცხვის შემდეგ გაასტერილებს უნიტაზს.

 

-ყოველდღიურად უნდა სტერილდებოდეს საპირფარეშოს და სამზარეულოს ავეჯი/ინვენტარი. ასევე ჭურჭელი, რომლებსაც ბავშვები მოიხმარენ.

 

-სამზარეულოში მომუშავე პერსონალს უდნა ეცვას ბახილები, ეხუროს ერთჯერადი ქუდი და ეცვას ერთჯერადი ხალათი.

 

-რაც შეეხება ტექსტილს- ფარდები ხშირად უნდა ირეცხებოდეს, მოგეხსენებათ ქსოვილი მტვრის ბუდეა. ასევე დეზინფექცია უნდა უტარდებოდეს რეზინის ხალიჩებსაც.

 

-ბაგა ჯგუფის შემთხვევაში მკაცრად უნდა გაკონტროლდეს საწოლების და თეთრეულის საკითხი, დაუშვებელია ერთ საწოლში სხვადასხვა დღეს, სხვადასხვა ბავშვი იწვეს. ყველა ბავშვს ინდივიდუალური საწოლი და თეთრეული უნდა ჰქონდეს. აუცილებელია თეთრეულის სისტემატიური ცვლა და რეცხვა.

 

-ნებისმიერ სეზონზე ბავშვები ეზოში, სუფთა ჰაერზე ყოველდღიურად, სულ მცირე ნახევარი საათით მაინც,  უნდა გაიყვანონ.

 

 

 

error
რაში დაგვეხმარება ლიმონი

ლიმონი მრავალსაუკუნოვანი, მარადმწვანე სუბტროპიკული მცენარეა, ციტრუსოვანთა გვარის  წარმომადგენელი. ლიმონის ნაყოფი შეიცავს-  მჟავებს, შაქარს, C ვიტამინს,  აგრეთვე P და B ვიტამინებს, პექტინოვან ნივთიერებებს, კრინის მარილებს, ფოსფორს, კალიუმს, კალციუმსა და მაგნიუმს. ლიმონი უამრავი სასარგებლო თვისებით ხასიათდება. ჩვენ გაგაცნობთ ლიმონის სხვადასხვა დანიშნულებას:

 

1.გამწმენდი  საშუალება- გათალეთ ლიმონი და ჩააწურეთ 150მლ ძმარში.  მთელი ღამის განმავლობაში გააჩერეთ. ჩაასხით  სითხე სპრეის ბოთლში და გამოიყენეთ გამწმენდ საშუალება.

 

2.უხეშზედაპირიანი ავეჯის საწმენდი- დააყერთ ზედაპირზე მარილი და ლიომინთ კარგად გახეხეთ, შემდეგ მოიცადეთ 15 წუთი და პროცედურა  ახლიდან  გაიმეორეთ.

 

3.მათეთრებელი- გარეცხვამდე  თეთრი ფერის ქსოვილი წყლის,   ლიმონისა  და სოდის ნაზავში  ნახევარი საათით გააჩერეთ, ამ გზით ლაქებს ბევრად უფრო მარტივად მოაშორებთ.

 

4. მანიკურისთვის- თბილ წყალში ლიმონის რამდენიმე  წვეთი ჩააწურეთ და თითები შიგნით ჩაყავით.  ამ პროცედურის  წყალობით  მანიკური  უფრო გამძლე და ბზინვარე გახდება.

 

5. საკვების უკეთ ასათვისებლად- იმუნური  სისტემის მოძლიერება  და საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმჯობესება გსურთ?  დილაობით დალიეთ თაფლიანი და ლიმონიანი წყლის ნაზავი.

 

6. სარეცხის მანქანის დაზიანების პრევენცია- სარეცხი საშუალების ჩასაყრელ დოლურაში ჩაასხით ლიმონის წვენის და სოდის ნაზავი, შემდეგ მანქანა ხარშვის რეჟიმზე ჩართეთ. ასე თქვენ თავიდან აიცილებთ ნადების წარმოქმნას.

 

7. ლაქების ამომყვანი-  ხელზე კენკრისგან, თუთისგან კაკლის წენგოსგან გაჩენილ ლაქებს ლიმონი მოგაშორებთ. ლიმონის წვეთები დააწურეთ ტანსაცმელზე გაჩენილ ლაქებსაც.

 

8. გაზქურის საწმენდი- ცხიმის ჩამჯდარი ლაქების მოსაშორებლად ცეცხლგამძლე ჭურჭელში ჩაასხით წყალი, ლიმონის წვენი და ძმარი, შემდეგ ჩართეთ გაზქურა და 20-30 წუთი გააჩერეთ. ნარევი დაალბობს ჩამჯდარ ლაქებს და თქვენ მას ადვილად გაწმენდთ.

 

9.  გააქრეთ არასასიამოვნო სუნი- გათალეთ ლიმონი, მისი კანი კი იქ მოათავსეთ, საიდანაც უსიამოვნო სუნის გაქრობა გნებავთ-მაგალითად ახალ ფეხსაცმელში ან. სხვ.

 

10. ცედრა- ლიმონის ცედრა პიკანტურ გემოს  მისცემს საკვებს. ის გამოიყენება, მაგალითად ქათმის ფილეს ან თევზის „ჩასაბასტურმებლად“.

error
პროდუქტები, რომელთა მაცივარში შენახვაც არ შეიძლება

მაცივარი პროდუქტების შესანახად საუკეთესო ადგილია. იმისათვის, რომ პროდუქტი მალევე არ გაფუჭდეს, შეფუთვაზე მითითებულ რეკომენდაციებს უნდა მიჰყვეთ და შესაბამის ტემპერატურაზე შეინახოთ. თუმცა,  არსებობს გარკვეული კატეგორიის პროდუქტები, რომელთა მაცივარში შენახვაც არ შეიძლება, ასევე არ შეიძლება გარკვეული ტიპის პდოდუქტების ერთ სივრცეში მოთავსებაც. იმისათვის, რომ თქვენმა პროდუქტებმა არ დაკარგონ სასარგებლო თვისებები, გემო და ხარისხი, აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული შენახვის პირობები.

 

-პომიდვრის მაცივარში შენახვას არ გირჩევთ, ის კარგავს გემოვნურ თვისებებს. მაცივრის ცივი ჰაერი, პომიდორს სიმწიფის პერიოდს უწყვეტს,მოგახსენებთ, რომ პომიდვრის გემო სიმწიფის პერიოდთან არის დაკავშირებული.ამიტომ პომიდვრის შენახვა მიზანშეწონილია კალათაში ან სამზარეულოს რომელიმე უჯრაში, სადაც უფრო ნაკლებად ეციება.

 

-რეჰანის და ბაზილიკის  შენახვა მაცივარში მიზანშეწონილი არაა. ისინი  მალევე ჭკნებიან და მათი სუნი მთელს პროდუქტებზე გადადის, თუ გსურთ რომ დიდხანს შეინახოთ, მაშინ გაახმეთ და შემდეგ გაყინეთ.

 

-კარტოფილის მაცივარში შენახვისას სახამებელი ტკბება და კარტოფილს გემო ეკარგება. თუ არ გაქვთ სარდაფი, მაშინ ეცადეთ, ბნელ ადგილას შეინახოთ, სინათლეზე კარტოფილი ღვივდება, გაღვივებული კარტოფილი კი საკვებად მავნეა.

 

-თუ ხახვს შეინახავთ მაცივარში, ტენიანობა მას დაარბილებს. ხახვი უნდა შეინახოთ გრილ და მშრალ ადგილას. ეს არ მოქმედებს მწვანე ხახვზე, მწვანე ხახვი დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს, ამიტომ შეგიძლიათ მაცივარში შენახვა. კარტოფილის მსგავსად ხახვიც ღვივდება სინათლეზე. ასევე, არ შეიძლება ამ ორი პროდუქტის ერთად შენახვაც.

 

-ნიორიც ძალიან მალე ფუჭდება მაცივარში, რეზინის ფორმას იღებს და იჩუტება. შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.

 

-როგორც წესი პურს სიცივე აშრობს. შესაბამისად უმჯობესია მაცივარში არ შეინახოთ.

 

-ბადრიჯანი სიცივეზე მგრძნობიარეა და მაცივარში ხანგრძლივად ყოფნის შემთხვევაში, შესაძლოა ჯანმრთელობისთვის მავნეც გახდეს.

 

-თაფლი - ეს არის საკვები, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე განუსაზღვრელი დროით ძლებს. მაცივარში კი ის ძალიან სქელდება.

 

-ფორთოხალი - ამ ციტრუსში მჟავიანობა მაღალია. მაცივარში ის მშრალი და მყიფე ხდება.

 

-უმჯობესია კიტრი ოთახის ტემპერატურასთან შედარებით გრილ ადგილას შევინახოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მაცივარი. 

 

-ხილის უმეტესობა უფრო გემრიელია, როცა მაცივარშია გაციებული, თუმცა ვაშლი 1-2 კვირა ოთახის ტემპერატურაზე კარგად ძლებს, შესაბამისად უმჯობესია მის გარეშე შევინახოთ.

error
მინის და ბროლის ჭურჭლის რეცხვის საიდუმლო

ყველა დიასახლისი დამეთანხმება იმაზე, რომ მინის და ბროლის ჭიქების რეცხვა დიდ პრობლემას წარმოადგენს. ხშირად, ჭიქებზე  წყლის წვეთების ლაქები რჩება, გამშრალების შემთხვევაში კი ქსოვილის ნაწილაკების მოშორება ჭირს, ეს კი ძალიან არაესთეტიკური სანახავია. თითოეული დიასახლისი, მაქსიმალურად ცდილობს მათი ნივთები იდეალურად გამოიყურებოდნენ, მით უმეტეს თუ ისინი გამოსაჩენ ადგილას უწყვიათ. Mycleaner.ge-ის რჩევები თქვენი ჭურჭლის იდეალური ბზინვარების მიღწევაში დაგეხმარებათ.

 

-პირველ ყოვლისა უნდა გვახსოვდეს, რომ ბლორის და მინის რეცხვის დროს არ გამოვიყენოთ ძლიერმოქმედი სარეცხი საშუალება და სოდა, შესაძლოა, ამან ზედაპირი დააზიანოს, ან ნაკაწრები წარმოქმნას. ეცადეთ არ გარეცხოთ ძალიან ცხელი წყლით და არ გააშროთ ჰაერზე, რადგან, ასეთ შემთხვევაში, ლაქები დარცება ზედ.

 

-არ გამოიყენოთ უხეში საწმენდი ღრუბელი ის დააზიანებს ჭიქების ზედაპირს. ეცადეთ არ გამოიყენოთ კონტრასტული ტემპერატურა, შესაძლოა ამან მინა გაბზაროს.

 

-რეცხვის დროს გამოიყენეთ თბილი წყლის, მარილის და ძმრის კომბინაცია 1:1:1, ეს ლაქების კარგი ამომყვანია, გასავლებად ცივი წყალი გამოიყენეთ და საგულდაგულოდ გაამშრალეთ ისეთი ქსოვილით, რომელიც ნაწილაკების კვალს არ ტოვებს.

 

-ეფექტურია წყლის და ნიშადურის სპირტის ნაზავიც, ის თქვენს ჭიქებს ბზინვარებას შესძენს.

 

-ზედმეტად დალაქავებული ჭიქების საწმენდად წყალში კარგად გახსნილი სოდის და ლიმონის კომბინაცია გამოიყენეთ, სოდის ნაწილაკები აუცილებლად ბოლომდე გახსენით, რათა თავიდან ავირიდოთ დაზიანება.

 

-მინის ჭიქების გასაპრიალებლად, შესაძლებელია დარბილებული ქაღალდის გამოყენებაც, როგორც მოგეხსენებათ ფანჯრის შუშის გასაპრიალებლად ადრე გაზეთსაც კი იყენებდნენ.

 

-სპირტი უნიკალური საშუალებაა ჭიქებისთვის ბზინვარების მისაცემად, მოგეხსენებათ სპირტის ნაწილაკები ადვილად ორთქლდება და სუნის დარჩენის არ შეგეშინდეთ.

 

თუ გაითვალისწინებთ ჩვენს ოქროს რჩევებს, თქვენი ჭიქების ბზინვარებით გააოცებთ თქვენთან მოსულ სტუმრებს.

error
Mycleaner.ge-სა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

  დასუფთავების კომპანია „Mycleaner.ge“-მ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

 მემორანდუმს ხელი კომპანია „Mycleaner.ge“-ის დირექტორმა, გვანცა გუჯელაშვილმა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ილიას ჩილოღლუმ მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების თანახმად, შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტებს „Mycleaner.ge“-ში  ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნებათ.

 სტაჟირების გავლის მსურველ სტუდენტთა შერჩევას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს. უნივერსიტეტის რექტორმა, ილიას ჩილოღლუმ იმედი გამოთქვა, რომ კომპანია „Mycleaner.ge“-ს ინიციატივა  სტუდენტებში დიდ დაინტერესებას გამოიწვევს, რადგან მსგავსი პროგრამები ახალგაზრდებისთვის დეფიციტიურია.

 კომპანია „Mycleaner.ge“-ის დამფუძნებლის, გვანცა გუჯელაშვილის თქმით, სტაჟირება გარკვეულ ანაზღაურებასაც ითვალისწინებს, რაც სტუდენტებს  პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, საკუთარი შემოსავლის წყაროსაც გაუჩენს. მისი თქმით, ეს იქნება განსხვავებული მიდგომა იმ პრაქტიკისგან, რაც თანამედროვე ქართული შრომის ბაზარზეა.

 „ჩვენი კომპანიის მიდგომა სტუდენტურ დასაქმებასთან დაკავშირებით სრულიად განსხვავდება ქვეყანაში არსებული პრაქტიკისგან. საქმე ის არის, რომ ჩვენს ქვეყანაში როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში სტუდენტის რესურსს იყენებენ ყოველგვარი  ანაზღაურების გარეშე, რაც ჩვენთვის მიუღებელია. სწორედ ამიტომ ვაფორმებთ უნივერსიტეტებთან მემორანდუმს, რომლითაც სტუდენტებს,  ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, კონკრეტული ანაზღაურებაც ექნებათ,“-განაცხადა გვანცა გუჯელაშვილმა.

 მან ასევე განმარტა, უნივერსიტეტებთან ამ ტიპის თანამშრომლობა ორმაგ სარგებელს იძლევა, რადგან „გარდა იმისა, რომ ახალგაზრდა ადამიანები საქმდებიან, ასევე, თავად კომპანია იძენს განათლებულ და პროგრესულ თანამშრომლებს, რაც შემდგომში, არამარტო ბიზნესის, არამედ ქვეყნის განვითარებასაც ძალზე წაადგება,“-განაცხადა კომპანიის დირექტორმა.  

error
როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს

ბევრ ადამიანს უყვარს ოთახის  მცენარეები. სპეციალურად მათთვის აწყობენ კუთხეს, რგავენ ლამაზ ქოთნებში, უვლიან და ახარებენ. ცნობილი ფაქტია, რომ მცენარეები სახლს ჟანგბადით ამარაგებენ, ანოტივებენ ჰაერს და ალამაზებენ ინტერიერს. ყველა მცენარეს განსხვავებული მოვლა სჭირდება, რადგან ისინი განსხვავებულად ეგუებიან გარემოს და განსხვავებულად რეაგირებენ გამღიზიანებლებზე,  მაგრამ რამდენიმე საერთო წესი არსებობს, რომლებიც მცენარეების ქონის შემთხვევაში,  არ უნდა დაგვავიწყდეს.

 

-მიწა, რომელშიც ყვავილს ვრგავთ , რა თქმა უნდა,  ნაყოფიერი უნდა იყოს. ასევე აუცილებელია მისი მინერალებით და სასუქით გაჯერება.  

 

-მცენარეებს ვნებს, როგორც უწყლობა, ასევე ჭარბწყლიანობაც. ნუ დაასხამთ დიდი რაოდენობით წყალს, ფესვებმა წყალთან ერთად სხვა საჭირო ნივთიერებებიც უნდა შეიწოვოს, ამიტომ ნუ გადავტვირთავთ მათ  ბევრი წყლით.

 

-მცენარე მხოლოდ მას შემდეგ უნდა მორწყოთ, რაც ის საჭირო რაოდენობის წყალს შეიწოვს მიწიდან. ნურასოდეს დაელოდებით მიწის ეროზიას, ეს პროცესი თანდათან დააზიანებს მცენარეს და საბოლოოდ გაგიხმობთ.

 

-მეყვავილეთა უმრავლესობა სარწყავში ჩვეულებრივ, ონკანის წყალს ასხამს. გამძლე მცენარეებისთვის ასეთი მოპყრობა სრულიად მისაღებია, თუმცა, შედარებით მგრძნობიარე მცენარეებს განსაკუთრებული მოთხოვნები აქვთ. პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციოთ წყლის ტემპერატურას. ეცადეთ, რომ მცენარეები ოთახის ტემპერატურის წყლით მორწყათ, ამისათვის სარწყავში მუდმივად იქონიეთ წყალი, მაგრამ თუ მაინც გამოგელიათ და წყალი ონკანიდან აავსეთ, აუცილებლად გადაანელეთ.

 

-თუ საშუალება გექნებათ, რაიმე ჭურჭელში შეაგროვეთ წვიმის წყალი და, ხანდახან, ასე მორწყეთ მცენარეები, წვიმის წყალი ნაკლები სიხისტისაა, ის, ასევე, სხვადასხვა მინარევებსაც შეიცავს.

 

-გახსოვდეთ, რომ მცენარეებს სინოტივე უყვართ. ზამთრის პერიოდში, როცა სახლს ცენტრალური გათბობით ათბობთ, ჰაერი ზედმეტად შრება,  ამიტომ მცენარეებისთვის დამატენიანებელი საშუალებები უნდა გამოიყენოთ. გახსოვდეთ, ჯგუფებად დარგული მცენარეების კომპოზიციაში ჰაერი გაცილებით ტენიანია.

 

-სწორად შეარჩიეთ და განალაგეთ მცენარეები. გახსოვდეთ, რომ ტენის მოყვარული მცენარე მზის მხარეს მდებარე ფანჯარასთან არ უნდა მოათავსოთ და პირიქით.

 

-მცენარე დროულად უნდა გადარგოთ. თუ ატყობთ, რომ მომხიბვლელობას კარგავს და დეფორმაციას განიცდის, ე.ი. გადარგვის დროა. უკეთესი იქნება, თუ ამას გაზაფხულზე გააკეთებთ. მცენარის ქოთნიდან ამოღებისას, ყურადღებით დაათვალიერეთ მიწა. თუ ის ფესვებითაა სავსე, მცენარის გაცილებით დიდი ზომის ქოთანში გადარგვა მოგიწევთ.

error
ეზოს მოვლა-დასუფთავება
error
სარეცხი მანქანის მოვლა

ისევე, როგორც ნებისმიერ ნივთს, სარეცხის მანქანასაც სჭირდება პერიოდული მოვლა, რათა თავიდან ავიცილოთ ნადების გაჩენა, მილების „გაქვიშვა“, ბაქტერიების ჩაბუდება და უსიამოვნო სუნის წარმოქმნა. ალბათ, ბევრ თქვენგანს გიგრძვნიათ მაქანის „ბარაბნიდან“ გამოსული ანდაც ტანისამოსზე არსებული უსიამოვნო სუნი. წესით, ამას სარეცხი საშუალების „უხარისხობას“  აბრალებენ, ყიდულობენ ახალ, განსხვავებულ საშუალებას, მაგრამ უსიამოვნო სუნს მაინც გრძნობენ, სწორედ ამ დროს შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პრობლემა არა „ფხვნილში“, არამედ მანქანაშია, სუნის გამომწვევი ძირითადი მიზეზი კი ობის სოკოა, რომელიც ნესტში და სითბოში მრავლდება.

  • სცადეთ და თქვენი მანქანის „დოლურის“ რეზინს  ქაღალდის ხელსახოცი გამოუსვით, ის იქიდან შავ ნადებს გამოიტანს, ამიტომ საჭიროა რეზინის ხშირი წმენდა, უმჯობესია, თუ ყოველი გარეცხვის შემდეგ გამოწმენდთ რეზინს, ამითი თავიდან აიცილებთ ჭუჭყის და ფხვნილის ჩაბუდებას მის სიღრმეებში.
     
  • შეამოწმეთ ის მილი, რომლიდანაც მანქანას წყალი მიეწოდება, ფილტრის ადგილას ხშირად გროვდება ქვიშა, ამიტომ მისი წმენდაც აუცილებელია.
     
  • გაწმინდეთ, ასევე, გამავალი მილიც, იქ ხშირად გროვდება თმები, ტანისამოსის „ბუნტყლი“ და ქვიშა.
     
  • გამოიყენეთ დამოუკიდებლად მოქმედი სპეციალური საშუალებები, რომლებიც სარეცხი მანქანის საწმენდადაა განკუთვნილი. ჩაასხით ფხვნილის ჩასაყრელ „კაბინაში“ და მანქანა „გამოხარშვის“ პროგრამაზე ჩართეთ, ცხელი წყალი და საწმენდი საშუალება ეფექტურად ებრძვის, როგორც ბაქტერიებს, ასევე ნადებს და ობის სოკოსაც.
     
  • მსგავსი საშუალებების გამოყენების დროს აუცილებლად გეკეთოთ ხელთათმანი და პირბადე, ფანჯრის არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად გამოაღეთ და ისე გაწმინდეთ მანქანა. არ დასჯერდეთ ერთხელ გავლებას, იმისათვის რომ ეს ნივთიერება კარგად მოსცილდეს მას, აუცილებლად განმეორებითი გავლება მიუთითეთ, ასე თავიდან აიცილებთ ტანისამოსის და კანის დაზიანებას.
     
  • არსებობს მანქანის მოვლის ისეთი საშუალებები, რომლებიც სარეცხ ფხვნილს ერევა და რეცხვასთან ერთად შეგვიძლია გამოვიყენოთ, ეს შეიძლება პრევენციისთვის გამოგადგეთ, მაგრამ უკვე გაჩენილ პრობლემას არ აღმოგიფხვრით.
     
  • მანქანის მოსავლელად ლიმონის მჟავასაც იყენებენ (მიმართეთ იმავე მეთოდს, რომელსაც იყენებთ სპეციალური საშუალებების გამოყენებისას)
     
  • რეცხვის შემდეგ  მანქანის კარი ღია დატოვეთ და აუცილებლად შეამშრალეთ „ბარაბანი“ასე თქვენ სიმშრალეს შეინარჩუნებთ.  
error
დასუფთავების ნაკლებქიმიური გზები

 ყველა თანხმდება იმაზე, რომ ადამიანის ჯანმრთელობა ყველაფერზე მნიშვნელოვანია. გარემო ფაქტორები მუდმივად ზემოქმედებენ ჩვენს ორგანიზმზე, ჯანმრთელობის პრობლემები კი თანდათან იჩენს ხოლმე თავს. დღეს, როდესაც ვცხოვრობთ დაბინძურებულ და ტოქსინებით გაჯერებულ გარემოში, უნდა ვეცადოთ და ჩვენი ცხოვრება, შეძლებისდაგვარად, ეკოლოგიურად სუფთა „გზებს“ დავუკაშიროთ. ეს ეხება ნებისმიერ სფეროს-კვებას, ჯანდაცვას, პირად ჰიგიენას თუ დასუფთავებას. ჭუჭყთან ბრძოლოს ყველა ქიმიურ საშუალებას „ნელი მოქმედების ბომბს“ უწოდებენ.


• საყოფაცხოვრებო ქიმიის მწარმოებლებს შორის კონკურენცია დიდია და შესაბამისად, ყოველი მათგანი ცდილობს, უფრო და უფრო ეფექტური საშუალება აწარმოოს, ეს კი აგრესიული ქიმიური კომპონენტების მომატების ხარჯზე ხდება. მაგალითად მათეთრებლები შეიცავენ ნატრიუმის ჰიპოქლორიკს და როდესაც ის ნიშადურის სპირტს ერევა, ჯანმრთელობისათვის საშიშ ქლორამინის გაზს გამოყოფს, მის მცირე ზემოქმედეასაც კი შეუძლია ასთმის რეაქციის გამოწვევა.


• მეტალის ზედაპირის საწმენდები შეიცავენ ნავთის დისტელატებს, ეს კი ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზიანებს. მინის საწმენდები კი ნიშადურის სპირტს შეიცავენ, ის კი სასუნთ გზებს ვნებს.


• როდესაც საწმენდი საშუალებეის შეძენას გადაწყვეტთ, აუცილებლად მოიკითხეთ ბიო-საშუალებები, ან აარჩიეთ ნაკლებქიმიური, მოგეხსენებათ ეკოლოგიურად სუფთა არ გამორიცხავს ქიმიური ნივთიერებების შემცველობას, ძირითადი განსხვავება მათს რაოდენობაშია. მე ყოველთვის ვკითხულობ შემადგელობას, მაგრამ, მოგეხსენებათ, ბოლომდე არავინ ამხელს თუ რა მინარევებს იყენებენ საწარმოები, მათს უფლებას კი კომერციული საიდუმლოს შესახებ კანონი იცავს.


• ქიმიურ საშუალეებთან კონტაქტისას აუცილებლად გააღეთ ფანჯარა, გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები და ერთჯერადი პირბადე. მოერიდეთ ნივთიერებასთან უშუალო კონტაქტს, ეცადეთ არ ჩაისუნთქოთ, ასე თავიდან აიცილებთ ინტოქსიკაციას.


• ეცადეთ არ გამოიყენოთ უსიამონო სუნის „შემნიღბავი“ აეროზოლები. უბრალოდ ხშირად ანიავეთ ოთახები, საღამოობით სველი წესით დაასუფთავეთ იატაკი და ავეჯი.


• ბოლო დროს საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა ეკოლოგიურად სუფთა და ნაკლებტოკსიკურ დასუფთავებისთვის საჭირო ნივთიერებებზე, ეს გამოიწვია ადამიანთა ინფორმირებულობამ ქიმიური პროდუქტების მავნებლობის შესახებ. უფრო მეტი და მეტი ადამიანი მოიხმარს ხელთათმანს და პირბადეს. უმეტესობამ საკუთარ თავზე გამოსცადა მათი მავნებლობა, რომელიც სულ მცირე, ხელების გაუხეშებით და კანის ეპითელური ქსოვილის დაზიანებით გამოიხატება.


• თუ ბიო საშუალებებს ვერ შეიძენთ თავად მოამზადეთ სოდის და ძმრის ნარევი, რომელიც უნივერსალური და ბუნერივი საშუალებაა. ლითონებზე წარმოქმნილ ლაქებს და ნადებს ლიმონიც ეფექტურად უმკლავდება.

error
აბაზანის დასუფთავება

 საპირფარეშო ყოველდღიურ და სკრუპულოზურ (ზედმიწევნით) დასუფთავებას მოითხოვს, ვინაიდან ყველაზე მეტი ბაქტერია სინესტის გამო, სწორედ, აქ იბუდებს. სასურველია, თუ აბაზანას პატარა ზომის სარკმელი ექნება, ეს ფუფუნება, ძირითადად კერძო საცხოვრებელ სახლებს აქვთ. აუცილებელია, ფანჯარა მუდამ ღია გვქონდეს, ამით ჩვენ თავიდან ავიცილებთ, როგორც დაორთქვლას, ასევე მოვახდენთ ჰაერის ცირკულირებას, ეს კი განსაკუთრებით აუცილებელია, წყლის გამაცხელებელი მოწყობილობის აბაზანაში არსებობის შემთხვევაში.


• დასუფთავების დაწყებამდე აუცილებლად გაიკეთეთ რეზინის ხელთათმანები და პირბადე, როგორც აქამდე აღვნიშნე, ეს აუცილებელი პირობაა ხელების გაუხეშების და ქიმიური ნივთიერებით ინტოქსიკაციის თავიდან ასაცილებლად, მით უმეტეს თუ პატარა ზომის და უფანჯრო სააბაზანოს დასუფთავება გვიწევს.


• იმის გათვალისწინებით, თუ რა მასალის უნიტაზი, ნიჟარა და აბაზანა/საშხაპე გვაქვს უნდა შევარჩიოთ სპეციალური საწმენდი საშუალება, რათა თავიდან ავიცილოთ ზედაპირის დაზიანება, დალაქავება და დაკაწვრა. ხსნარი რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად ნაკლებქიმიური უნდა იყოს. მოვასხათ შერჩეული ნივთიერება თითოეულ მათგანს და გავაჩეროთ.


• ბანაობის შემდეგ, მოგეხსენებათ, კედლები, ჭერი და სარკე იორთქლება, იმისათვის, რომ ეს ორთქლი ლაქებად არ იქცეს და სააბაზანოს ბზინვარება არ დაუკარგოს ჭერი და კედლები ხშირად უნდა ჩამოვწმინდოთ გრძელტარიანი, რბილი ზედაპირის მქონე საწმენდი ჯოხით. სარკე კი უნდა გავაპრიალოთ სარკის საწმენდი ხსნარით და რბილი ქსოვილით. კვირაში ერთხელ კი (კაფელის არსებობის შემთხვევაში) თეთრი ხაზების გაშავების თავიდან ასაცილებლად სპეციალურ ხსნარში დასველებული ღრუბლით უნდა გავწმინდოთ კედლები, ეს დაგვეხმარება თავიდან ავიცილოთ სიშავის ჩაჯდომა გამოსაჩენ ადგილებში.


• აუცილებელია თაროების ხშირი წმენდაც, რადგან ეს ის ადგილია, სადაც გვიდევს ჩვენი კბილის ჯაგრისის ჩასადები და პირადი ჰიგიენისათვის განკუთვნილი სხვადასხვა საშუალება, ბაქტერიებს კი უსუფთაო ადგილები ძალიან უყვართ.


• რთულია საშხაპე „კაბინების“ მოვლა, ის ბანაობის შემდეგ მუდმივად სველი და დაორთქლილია, ამიტომ ყოველი დაბანის შემდეგ რბილი ქსოვილით საფუძვლიანად უნდა ჩამოიწმინდოს მისი კედლები, ასე თავიდან აიცილებთ მუდმივ ჩამჯდარ ნადებს და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე კვირაში ერთხელ დაგჭირდებათ მცირე რაოდენობის სპეციალური საწმენდი საშუალების გამოყენება, ეს კი შეამცირებს ჩვენს კონტაქტს ქიმიურ ნივთიერებებთან და ასევე დაზოგავს ჩვენს სახსრებსაც.


• კედლებისა და ჭერისგან განსხვავებით ყოველდღიური მოვლა სჭირდება უნიტაზს, ნიჟარას, აბაზანას და საშხაპის არსებობის შემთხვევაში მის სადგამს. როგორც გვახსოვს, ჩვენ წინასწარ მოვასხით საწმენდი საშუალებები და გავაჩერეთ. აბაზანას და ნიჟარას ღრუბლით მოვწმენდთ, ხოლო უნიტაზს სპეციალური ჯაგრისით, ასევე აუცილებელია, უნიტაზის ჯაგრისის სადგამში ჩავასხათ ცოტა ოდენი საწმენდი ხსნარი და ისე გავაჩეროთ, ეს ბაქტერიების გამრავლებას შეაფერხებს.


• ბოლო ეტაპია იატაკის მოწმენდა, ამისათვის იატაკის საწმენდ ჯოხზე წამოცმულ სველ ნაჭერს მოვასხათ ე.წ „მეტლახის“ საწმენდი ხსნარი ან ის ხსნარი, რომელსაც ნიჟარისთვის და უნიტაზისთვის იყენებთ და ისე გავწმინდოთ, ბოლოს აუცილებელია, სუფთა, წყალში გარეცხილი ნაჭრით მოვაპრიალოთ, რადგან არ დარჩეს ქიმიური საშუალებების კვალი.

error
სამზარეულოს დასუფთავების ოქროს წესები

სამზარეულო ის ადგილია, სადაც დიასახლისთა უმეტესობა ყველაზე დიდ და „ნაყოფიერ“ დროს ატარებს, სწორედ აქ ქმნიან და აგემოვნებენ კულინარიულ შედევრებს. გასტრონომიული სურვილების ასრულების ეს ჯადოსნური ოთახი ყველაზე მეტად საჭიროებს სანიტარული ნორმების დაცვას და გაფრთხილებას.

• პირველყოვლისა აუცილებელია, რომ სამზარეულოს ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც, ხშირ შემთხვევაში ღია გვექნება, ამით თავიდან ავიცილებთ ათასნაირი სუნის ჩაბუდებას და გავრცელებას სახლის სხვადასხვა წერტილში.

• დალაგება კარადებში ჭურჭლის შელაგებით დაიწყეთ, ეცადეთ ესთეტიკურად განალაგოთ ჭიქები, თეფშები, დანა-ჩანგალი, კოვზები, ქვაბები, ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინეთ, რადგან ქაოტური მდგომარეობა კარადაში ჩვენს ფსიქიკაზე ცუდად აისახება. დასუფთავების წინ ეცადეთ, რომ გარეთ არაფერი დატოვოთ.

• სანამ სამზარეულოს ძირფესვიანად დასუფთავებას დაიწყებთ აუცილებლად გამოაღეთ ფანჯარა, შეინიღბეთ ხელთათმანებით და პირბადით, ამით თავიდან აიცილებთ ქიმიურ ნივთიერებებთან უშუალო კონტაქტს, რაც, მოგეხსენებათ, ხელებს საგრძნობლად აზიანებს და აუხეშებს, ამასთან, მათი შესუნთქვა, ზოგ შემთხვევაში, მცირედ ინტოქსიკაციასაც იწვევს, რაც თავბრუსხვევით და გულისრევის შეგრძნებით გამოიხატება.

• რომ დარწმუნდებით რომ ყველაფერი თავის ადგილზე შეალაგეთ და „დასამტვერი“ არაფერია ჭერის ჩამოწმენდა დაიწყეთ. იმის გათვალისწინებით, რომ სამზარეულოში გაზქურა მეტწილად ჩართულია, ჭერში ე.წ „ობობის ქსელები“ ხშირად ჩნდება.

• ჭერის ჩამოწმენდის შემდეგ გაზქურას და ნიჟარას ქიმიური საწმენდი საშუალება მოასხით და გააჩერეთ, მაგრამ ეცადეთ, რომ ის იყოს ან თხევადი, ან ქაფის სახით, რადგან თავიდან ავიცილოთ ზედაპირების გაკაწვრა-დაზიანება.

• მოგეხსენებათ ღუმელი ხშირ წმენდას საჭიროებს, თანაც ვცდილობთ, რომ ღუმელის შემთხვევაში, რადგანაც წვა ვაკუუმში მიმდინარეობს, არ გამოვიყენოთ ქიმიური საშუალებები, ამიტომ შეარჩიეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელი, თუნდაც ჯამი ან ნამცხვრის საცხობი ფორმა, ჩაასხით მასში 3:1:1 წყალი, ძმარი და ლიმონის წვენი, შედგით ღუმელში და გაახურეთ მაქსიმალურ ტემპერატურამდე. ასე გააჩერეთ 20 წუთი. მიმწვარი ადგილები კარგად დალბება და მისი გაწმენდა ბევრად მარტივი იქნება. ამ წყალშივე მოათავსეთ გამწოვის ბადეები და შემდეგ, სოდის დახმარებით, ადვილად გააცლით ცხიმს და ნამწვს. რაც შეეხება გამწოვის ზედაპირს, მის გასაწმენდად იგივე ნივთიერება გამოიყენეთ, რითიც გაზქურას და ნიჟარას უვლით.

• ჭერის ჩამოწმენდამ, შეიძლება, კარადის ზედაპირები და მაცივარი დამტვეროს, ამიტომ რბილი ქსოვილი დაასველეთ და საგულდაგულოდ ჩამოწმინდეთ.

• ამის შემდეგ გაზქურას მივუბრუნდეთ და რბილი ღრუბლით მოვაშოროთ ცხიმის და საწმენდი საშუალების მასა, ბოლოს კი წყალში გარეცხილი ნაჭერი მოვუსვათ, რადგან საფუძვლიანად მოვაშოროთ ქიმიური ნივთიერებები.იმავეს ვიმეორებთ ნიჟარის შემთხვევაშიც.

• საბოლოო ეტაპი იატაკის მოწმენდაა. როდესაც ჩამოყრილ მტვერს ავიღებთ მტვერსასრუტის ან ცოცხის მეშვეობით გადავიდეთ გაწმენდაზე. სამარეულოში მეტლახის, ლინოლიუმის, ან მარმარილოს იატაკის არსებობის შემთხვევაში, საწმენდ ტილოზე მოვასხათ ცოტა ქიმიური საშუალება და დავიწყოთ გაწმენდა, ეს კარგად მოაშორებს ჩამჯდარ ჭუჭყს და ცხიმს, ამის შემდეგ კარგად გარეცხილი ტილოთი გამოვწმინდოთ და ბოლომდე მოვაშოროთ საწმენდი საშუალებების კვალი. თუ სამზარეულოში ხის ან ლამინირებული პარკეტი გაქვთ, პარკეტის საწმენდი საშუალება გამოიყენეთ და არა გაზქურისთვის ან ნიჟარისთვის განკუთვნილი, ეს თავიდან აგარიდებთ იატაკის დაზიანებას.

• სუფთა სამზარეულოში საჭმლის მომზადებას და გასტრონომიული მოთხოვნილების დაკმაყოფილებას არაფერი სჯობს.