info@mycleaner.ge032 2 47 67 07+995 579 00 00 38 +995 579 00 00 38
error
ოთახის სწრაფი, ხარისხიანი და უსაფრთხო დასუფთავების ოქროს წესები

ადამიანის განწყობა-ემოციებს, ხშირად, საცხოვრებელ სახლში არსებული სიტუაცია განსაზღვრავს. შინაგანი მდგომარეობის გამოსწორება, გარეგანი ფაქტორების შეცვლით უნდა დაიწყო, ცნობილი ფაქტია, რომ სუფთა, დალაგებული სახლი ადამიანის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას საგრძნობლად აუმჯობესებს.

 

  • სახლის დალაგება, პირველყოვლისა, ოთახების განიავებით უნდა დავიწყოთ, ღია ფანჯრები მტვრის დაყენების შანსებს მინიმუმამდე ამცირებს, ეს კი თავიდან აგვაცილებს რესპირატორულ (სასუნთქი გზების) და ალერგიულ პრობლემებს, რომლებსაც, ხშირ შემთხვევაში მტვრის ჩასუნთქვა იწვევს.
     
  • სასურველია, საბან-ბალიშები და გადასაფარებლები კვირაში ორჯერ მაინც მივაფიცხოთ მზეს.
     
  • თუ ოთახში ტანისამოსი ან ზედმეტი ნივთები ქაოტურად ყრია, დალაგების წინ აუცილებლად შეალაგეთ გარდერობში, მათი დამტვერვის თავიდან აცილების მიზნით.
     
  • სითბოში ადვილად წარმოიქმნება ე.წ „ობობის ქსელები“ ამიტომ დალაგებას ჭერის და სანათის ჩამოწმენდით ვიწყებთ.
     
  • იმისათვის, რომ ავეჯს  მტვერი ადვილად მოვაშოროთ სპეციალური საწმენდი სითხის ან ქაფის გამოყენება დაგვჭირდება, მაგრამ მათი არჩევისას უნდა ვეცადოთ, რომ, შეძლებისაგვარად, რაც შეიძლება  ნაკლებქიმიურ საშუალებებზე შევაჩეროდ არჩევანი, ასევე, როდესაც მსგავსი სახის ხსნარებთან გვიწევს შეხება აუცილებლად გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები. (თუნდაც ერთჯერადი სამედიცინო), თუ სახლში ბავშვიც გყავთ  ავეჯს, ქიმიურად დამუშავების შემდეგ, სუფთა წყალში გარეცხილი საწმენდი ტილოც გადაუსვით. თუ სახლს ორსული  ალაგებს, აუცილებლად გამოიყენეთ ერთჯერადი პირბადე, რათა თავიდან აიცილოთ ქიმიური ნივთიერებების ორგანიზმში მოხვედრა  ჰაერწვეთოვანი გზით.
     
  • ამის შემდეგ ფანჯრების გაწმენდაა საჭირო, კვლავ სპეციალურ სითხეს და ფანჯრების საწმენდად განკუთვნილ რბილ ქსოვილს ვიყენებთ, იმისათვის რომ არ მოხდეს მინის გაკაწვრა-დაზიანება.
     
  • ოთახის დასუფთავების ბოლო ეტაპი იატაკის მოვლაა. მტვერსასრუტით, ან რბილი ჯაგრისის მქონე ცოცხით აიღეთ ძირს ჩამოყრილი ნაგავი და შემდეგ იატაკის (გააჩნია რა სახის იატაკი გაქვთ, ლამინირებული პარკეტი, ხის პარკეთი, მარმარილო, „მეტლახი“) სპეციალური საწმენდი-საშუალების და რბილი ტილოს გამოყენებით მოაპრიალეთ. სასურველია, რომ იატაკიც, ავეჯის მსგავსად, საბოლოოდ,  სველი წესით დამუშავდეს, რათა თავიდან ავიცილოთ ზედმეტად ქიმიურ საშუალებებთან  კონტაქტი. 
error
იცით თუ არა ვინ და როდის გამოიგონა მტვერსასრუტი?

 XIX საუკუნის ბოლოს ამერიკელმა დანიელ ჰესმა გამოიგონა მოწყობილობა მბრუნავი ჯაგრისებითა და საბერველით ჰაერის ნაკადის შესაქმნელად. ამ მოწყობილობაში ნაგავი არა ტომარაში, არამედ ორ წყლიან კამერაში გროვდებოდა. შემდეგ საბერველის ნაცვლად ვენტილატორის გამოყენება დაიწყეს, რომელსაც ხელით ამუშავებდნენ.


 XX საუკუნის დასაწყისში კი ინგლისელმა სესილ ბუთმა გამოიგონა მტვრის შემსრუტავი აპარატი: ჰაერის ტუმბო ბენზინის ძრავით. აპარატი ცხენებშებმულ ოთხთვალაზე იდო. გრძელ შლანგს ოთახში ფანჯრიდან ყოფდნენ და ის ხალიჩებსა და გობელენებზე წლების განმავლობაში დაგროვილ მტვერს წმენდდა. აპარატი, რომელსაც „ფრუტუნა ბილი“ დაარქვეს, არა მხოლოდ ბრიტანეთში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც აღიარეს, როგორც „დიასახლისის დამხმარე“.


 1912 წელს საჰაერო ტუმბო ვენტილატორით შეიცვალა, რამაც აპარატის წონა 20–დან 14 კილომდე შეამცირა.


მალევე კი შვედეთში გამოუშვეს მტვერსასრუტი ჰორიზონტალური, ბორბლებზე მდგარი ცილინდრით, რომელსაც შიგნით ელექტროძრავიანი ვენტილატორი და მტვრის მოსაგროვებელი ტომარა ჰქონდა და გრძელი, მოქნილი შლანგის სხვადასხვანაირი თავების მეშვეობით იოლად წმენდდა მტვერს ოთახის კუთხეებიდან, ლოგინის ქვეშიდან და ხალიჩებიდან. ეს დანადგარი შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული მტვერსასრუტების ნიმუშად იქცა.

error
როგორ მოვაშოროთ ტაფას მიმწვარა მასა, სრულიად მარტივი მეთოდი

ყველა ოჯახში მოიპოვება საყვარელი ტაფა, რომელზეც უეცრად მიმწვარ მასას წავაწყდებით, რის შედეგადაც სრული პანიკა გვეუფლება, „როგორ მოვაშორო ნამწვარი ტაფას? ნუთუ გადაგდება მომიწევს?“


დამშვიდდით, ყველაფერი რიგზეა, Mycleaner-ი მუდმივად ზრუნავს დიასახლისებზე და ჩვენს ამჯერადაც სასარგებლო რჩევით გიბრუნდებით, რომელიც დაგეხმარებათ დიდ ხანს და რაც მთავარია, სუფთად შეინარჩუნოთ საყვარელი ნივთები:


აიღეთ:


1 ჭიქა წყალი
1 სუფრის კოვზი ლიმნის მჟავა

დაასხით ტაფაზე წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე, დაუმატეთ ერთი კოვზი ლიმონის მჟავა და კარგად მოურიეთ. ცოტა ხანი ადუღეთ, გამორთეთ გაზი, დაააცდეთ ტაფას გაციება და სარეცხი ღრუბლით გაწმინდეთ.
პრობლემა სრულიად აღმოფხვრილია.
Mycleaner.ge სისუფთავის სადარაჯოზე.